“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა ფილიპე კოუტინიოს წერილი მისწერა, სადაც ის ბრაზილიელ შემტევს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მასალას აქვეყნებს Mundo Deportivo.
“ამ სიტყვებით მსურს გულწრფელი მხარდაჭერა გამოგიცხადო. დარწმუნებული ვარ, უამრავი ფეხბურთელი ისურვებდა შენს ადგილზე ყოფნას, როცა სამეფო თასის მეოთხედფინალურ მატჩში “სევილიასთან” დუბლი გაიფორმე და ისეთმა დიდებულმა მოთამაშემ, როგორიც მესია, თერთმეტმეტრიანი დაგითმო. პენალტი, რომელმაც დაპირისპირების მსვლელობა განსაზღვრა. მსგავსი ბარიერის გადალახვა მხოლოდ დიდებულთა ხვედრია.
“ბლაუგრანაში” ასპარეზობა მარტივი არაა. “ბარსელონური” კარიერის დასაწყისში ზუსტად იმავეს განვიცდიდი, რასაც ახლა – შენ. ვიცი რას გრძნობ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, მაგრამ დაუღალავი შრომა და უზარმაზარი მსხვერპლი წინსვლის საწინდარია. შენ პროგრესისთვის აუცილებელი უნარები გაგაჩნია და ხარ ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, რომელიც ოდესმე ამ გუნდში გამოსულა.
შენში ეს სპორტი დიდი დოზით დევს და შეგიძლია “ბარსასთვის” უამრავი რამ გაიღო. შენი ერთადერთი ამოცანა საკუთარი თამაშით სიამოვნების მიღებაა. იმოქმედე ისე, როგორც ამას ბრაზილიის ნაკრებში აკეთებ. მსგავსი მიდგომა დამეხმარა, როგორც ბულგარეთის ეროვნულ გუნდში, ასევე საკლუბო დონეზე.
არასდროს მისცე საკუთარ თავს მორალურად დაცემის უფლება, რადგან გულშემატკივრებს შენი წარმატების ხილვა სურთ. იცოდე, “ბარსელონას” მსოფლიოს საუკეთესო ქომაგები ჰყავს, რომლებიც მუდამ მხარს დაგიჭერენ – ისინი ზუსტად ასე მოიქცნენ ჩემთან მიმართებაში.
ყურების ჩამოცვენის დრო ნამდვილად არ არის, პირიქით, ჩვენ პოზიტიურ განწყობაზე დადგომის უამრავი მიზეზი გვაქვს. დაივიწყე “ვალენსიასთან” ფრე. ლა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში ახლა შედის, ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება და რაც მთავარია, ერთ თვეში მუდმივ ანტაგონისტებთან სამ შეხვედრას გავმართავთ. “რეალთან”, რომლის ჩამოწერა არ შეიძლება. “კლასიკო” საუკეთესო მატჩია, ხოლო იქ გოლის გატანა – დაუვიწყარი შეგრძნება, რომელიც ერთხელ უკვე გამოცადე. გუნდს შენი საუკეთესო ვერსია სჭირდება, რათა შიდა ჩემპიონატში პოზიცია გაიმყაროს და კოპა დელ რეის ფინალის საგზური მოიპოვოს – შენს პასუხისმგებლობას ზრდის ფეხბურთის ღმერთის, ლეო მესის დაზიანება, რომელიც “ვალენსიასთან” დაპირისპირებაში მიიღო.
პრესაში წაკითხულმა ინფორმაციამ პატარა თხოვნით მომართვის სურვილი გამიჩინა – ნუ იფიქრებ სხვა გუნდში გადასვლაზე, რადგან “ბარსელონა” ერთადერთი და განუმეორებელია, მეტი ვიდრე კლუბი. სხვაგან ვერსად იპოვი კოლექტივს, სადაც მესის, სუარესისა და დანარჩენი მოთამაშეების დონის პარტნიორებთან ერთად საყვარელ საქმეს გააკეთებ, ფეხბურთს ითამაშებ.
მთელი გულით გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. მჯერა, რომ “ბარსელონაში” ისტორიას დაწერ.
თავი მაღლა აწიე!
პატივისცემით,
ხრისტო”




გენაცვალე სტოიჩკოვ <3
დღეს რომელზე იწყება ელ კლასიკო?
Aდმინ რატო ზარმაცობ, გუსჰინ საღამოს მერე არაფერია სიახლე დადე რაა, შედი მუნდოზე და გადმოტარგმნე ბლიაად დავიგალეთ ხალხი რა ჯანდაბაა, ეს საიტი ხო სიახლეების გამო გაქვტ გაკეთებული!!!
შენ გაიხარე დიდებულო ლეგენდავ-ხრისტო სტოიჩკოვ.
საუკეთესო სიტყვები, საუკეთესო ადამიანისგან! ბრავო! რა სულში ჩამწვდომი სიტყვებია!
ხრისტო მაგარი კაცი.
ლენგლეს მაგივრად უმტიტი <3
საღოლ ხრისტო ესეთი მხარდაჭერა ნაღდად ჭირდება კოუს და იმედია ამ წერილის მერე მოეხსნება ყველანაირი კომპლექსი და ის კოუ დაგვიბრუნდება რომელსაც ამდენიხანია ველით
ხრისტო კაცი ხარ !!! ყველაზე მაგარ მომენტში მხარდაჭერა ! საღოლ საღოლ !
Genialuri werili miuweria 👏👏👏
სალამი კულეებს😊 ახალი ვარ იმედია მიმიგებთ😊
ხრისტოს საღოლ ..
რა უნდა თქვა მეტი რა… რა მაგარი წერილი მიუწერია..პროსტა ქულ ემეიზინგ…
Aდმინ კაცურად, დემბელეზე თუ გაჩითავ სიახლეს კლასიკოსთან დაკავშირებით დადე რა ეგრევე. ჩემი და ვფიქრობ სასტავისიც, უმორჩილესი თხოვნაა…….!❤ ვNერVიUლOბთ გUლშEმAტKიVრEბI ❤და მეგობრებო❤💙 ადმინზე ადრე თუ ნახავთ თქვენ აქ დადეთ, ვისკა ბარსა❤💙!!
Gაჩერდი ძმაო თუ არა 😂რო მარტლა არდააყენოს გაგაციმბირებენ აქედან 😂😂❤
ჩემო მეგობრებო, აგარ იდარდოთ დემბელესთან დაკავშირებით ვარჯიშობს, და 100%იტ მზადაა კლასიკოსთვის, გოლით უნდა აგნიშნოს დაბრუნება 😍😍უსმან დემბელე 😍😍