“ბარსელონას” ფორვარდმა, ლიონელ მესიმ “ვალენსიას” კარი ბრწყინვალე შორეული დარტყმით აიღო. არგენტინელის დუბლის წყალობით ერნესტო ვალვერდესა და მარსელინო ტორალის კოლექტივთა დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
“ბლაუგრანას” ათიანმა საჯარიმოს გარედან მეტოქის დამწუხრება მიმდინარე სეზონში 6-ჯერ მოახერხა, რაც ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლა ლიგაში მესის მხოლოდ “სევილიას” კარში აქვს იმაზე მეტი გოლი გატანილი (25), ვიდრე “ვალენსიას” (24).




შვენიერია ლიგაზეც უნდა გაისროლო საჯარიმოს გარედან
ძალიან კარგი, ერთ-ერთი ფავორიტია ოქროს ბუცის რეიტინგში. და დიდი იმედებით ველოდები არამარტო მე არამედ ყველა ბარსელონას გულშემატკივარი რომ ამ პრიზს ლიონელი მიიღებს.