მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდეს ორმაგი დილემა

ვალვერდეს ორმაგი დილემა

ნახევარფინალის წილისყრამ სამეფო თასის მიმართ “ბარსელონას” დამოკიდებულება კარდინალურად შეცვალა. ფინალის საგზურისთვის კატალონიური გრანდი მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. ერნესტო ვალვერდე ორი პრობლემის წინაშე დგას, რაც უსმან დემბელესა და ლიონელ მესის დაზიანებებში მდგომარეობს.

6 თებერვალს, “კამპ ნოუს” ფორმაში ჩამდგარი “სამეფო კლუბი” ეწვევა. ესპანეთის მოქმედ ჩემპიონთა არგენტინელმა ლიდერმა “ვალენსიასთან” მატჩის მეორე ნახევარში ბარძაყის დაზიანება მიიღო. ვალვერდეს კომენტარსა და მედიის წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე მიკრო ტრავმასთან გვაქვს. თუმცა, არავინ იცის იქნება თუ არა “ბლაუგრანას” ათიანი “კლასიკოსთვის” 100 პროცენტით მზად.

რაც შეეხება დემბელეს – უსმანს მყესის დაზიანების გამო 15 დღის გაცდენა მოუწია. “ბარსას” ამომავალი ვარსკვლავი სრულ მზადყოფნაში არაა. სამწუხაროდ, გარემარბის ტრავმას ავადმყოფობაც დაემატა. სხეულის გადაჭარბებული ტემპერატურის გამო ექიმებმა ფრანგ შემტევს ვარჯიშის უფლება არ დართეს.

თავდასხმის პრობლემა აშკარად გამოიკვეთა. ერნესტო ვალვერდეს 6 თებერვლამდე ბევრი სამუშაო ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • Messi, Iniesta
    schedule 03 თებ 2019, 20:43

    ყველას ახლა როგორ აეკიდება დაავადება. neutral_face

  • neo222
    schedule 03 თებ 2019, 18:19

    dilema ara kvati, mesic ro ar iyos isedac ar unda iyos aranairi problema,

  • Marc-André ter Stegen
    schedule 03 თებ 2019, 17:40

    ooo bijo ra. axla aekideba xalxs kibo da h1n1

  • andre onana
    schedule 03 თებ 2019, 17:38

    ციტატა: OusmaneDembele

    ter stegen

    semedu pike langle alba

    busquets

    artur coutino

    Messi suarez dembele

    cilecen vermalen Roberto Rakitich arturo Boateng malcom
    კლასიკო ამ სასტავით და ამ სქემით მინდა ❤️👑visca barca


    მომწონს კარგია

  • OusmaneDembele
    schedule 03 თებ 2019, 17:23
    ter stegen

    semedu pike langle alba

    busquets

    artur coutino

    Messi suarez dembele

    cilecen vermalen Roberto Rakitich arturo Boateng malcom
    კლასიკო ამ სასტავით და ამ სქემით მინდა ❤️👑visca barca

  • მესი10
    schedule 03 თებ 2019, 17:02

    არ უნდა გარისკოს კაცო, შეიძლება ისეთი ტრავმა მიიღოს ამ პატარა დისკომფორტის გამო რომ მთელი სეზონი გადააყოლოს იმას. ამიტომ თავი შეიკავოს ვალვერდემ უმჯობესია.

  • gelantia
    schedule 03 თებ 2019, 16:55

    სიცხეს გადაიტანს როგორმე 2-3 დღეში მთავრია კოჭის ტრამვა მოიშუშა

  • dembele11
    schedule 03 თებ 2019, 15:58

    ციტატა: M10 S9 D11
    დილემა არა შმილემა მესის არაფერი არ სჭირს გამოკვლევებიც არ დასჭირვებია და დემბოს კიდე სიცხე აქვს უბრალოდ ასე რომ მესი ჩვეულებრივად სასტარტოში იდგება და დემბო ზამენაზე


    2დგეში მომჯობინდება, კლასიკოს დგეს ივარჯიშოს და დადგება დრითადში მთავარია კოჭის ტრამვა მოიშუშა

  • M10 S9 D11
    schedule 03 თებ 2019, 15:50

    დილემა არა შმილემა მესის არაფერი არ სჭირს გამოკვლევებიც არ დასჭირვებია და დემბოს კიდე სიცხე აქვს უბრალოდ ასე რომ მესი ჩვეულებრივად სასტარტოში იდგება და დემბო ზამენაზე