“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ “ვალენსიასთან” მატჩის შემდეგ (2:2) ჟორდი ალბაზე, კარლეს ალენიასა და არტურ მელოზე ისაუბრა.
“ჟორდი ალბა შესანიშნავ ფორმაშია და მისი შეცვლა უთუოდ გაგვიჭირდება. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ. ესპანელს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა და მსურდა მისთვის დასვენების დრო მიმეცა, მაგრამ საბოლოოდ, მოედანზე აღმოჩნდა და მეხუთე გაფრთხილება მიიღო.
ალენიას განვითარების პროცესს ვაკვირდები. კარლესის სათამაშო პრაქტიკა დროთა განმავლობაში იზრდება, მას გამორჩეული უნარები აქვს. მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საქმეში არტური ჩაერთვებოდა.“-ამბობს ვალვერდე.




იმედია ისევ რობერტოს არ დააყენებ მირანდა დააყენე დაცვა მაინც იცის მაგ პრახცადნოი დვორისგან გასნხვავებით