ლა ლიგის 22-ე ტურში, “ვალენსიასთან” მატჩის მიმდინარეობისას “ბარსელონას” კაპიტანმა, ლეო მესიმ მცირე დაზიანება მიიღო და მოედანი რამდენიმე წუთით დატოვა.
კატალონიური რადიო (RAC1), კერძოდ კი მისი ჟურნალისტი, ხერარდ მორენო იტობინება, რომ “ბარსელონამ” მათ დაუდასტურა, სამედიცინო გამოკვლევები არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ექიმებმა “ბარსელონას” ათიანის დაზიანება მატჩის შემდეგ დეტალურად გამოიკვლიეს. ლეო ხვალ დაისვენებს, ორშაბათს კი ექიმები დააკვირდებიან, თუ როგორ გრძნობს თავს. ამ დროისათვის, მესის მდგომარეობა პოზიტიურია, ფეხბურთელს “ელ კლასიკოს” გამოტოვება არ ემუქრება.




Mesi araferi argchirs shen otxshabats reals unda ******* da golebi tenoo
არაფერი არ სჭირს მესის დაუბაბანებს ოთხშაბათს რეალს