გამოცემა Marca “ბარსელონაში” არსებულ კონკურენციაზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში უამრავი ტოპ-კლასის ფეხბურთელია.
კოპა დელ რეის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში “სევილია” “კამპ ნოუს” 2-ბურთიანი უპირატესობით ეწვია. დეფიციტის აღმოფხვრაში ლომის წვლილი არა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, უსმან დემბელემ ან სამუელ უმტიტიმ, არამედ იასპერ სილესენმა და არტურმა შეიტანეს, ფეხბურთელებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს “ბლაუგრანას” შემადგენლობის არნახული სიღრმე.
ჰოლანდიელი მეკარე, რომელსაც პრაქტიკა მხოლოდ სამეფო თასის ეგიდით გამართულ შეხვედრებში ეძლევა, აღნიშნულ ტურნირზე საოცრად ასპარეზობს. სათამაშო დროის სიმცირე მსოფლიო დონის კიპერთან კონკურენციითაა გამოწვეული. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, შესანიშნავ ფორმაში მყოფი სილესენი კოპას ორივე ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს (“რეალი”).
ნელსონ სემედუს მაღალი სტანდარტი “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელს სერჟი რობერტოს დასვენების უფლებას აძლევს. განაპირა მცველთა როტაცია გუნდის თამაშის ხარისხზე არ აისახება, რაც მათ შორის ძალების თანაფარდობითაა გამოწვეული.
მარცხენა ფლანგზე კარდინალურად განსხვავებული სიტუაციაა – აღნიშნულ პოზიციაზე ჟორდი ალბა უკონკურენტია და მისი არყოფნა თამაშის ნებისმიერ ასპექტში იგრძნობა.
კატალონიურმა გრანდმა კლემენ ლანგლე დაცვის ხაზის ქმედითუნარიანობის გასაზრდელად გაიფორმა. ფრანგი ფეხბურთელი დაკისრებულ დავალებას შესანიშნავად უმკლავდება. ახალგაზრდა მოთამაშემ სამუელ უმტიტის ტრავმით ისარგებლა და “კამპ ნოუზე” საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა.
სერხიო ბუსკეტსი ნებისმიერი ფორმაციის “ბარსელონას” განუყრელი ნაწილია. ესპანელ ნახევარმცველს უამრავი საიმედო პარტნიორი ჰყავს – ჩავის ღირსეულად შეცვლის პოტენციალის მქონე არტური და ივან რაკიტიჩის რეზერვისტი “მეფე ვიდალი”.
ეფექტურ შეტევაზე მხოლოდ ლუის სუარესი და ლიონელ მესი აღარ ზრუნავენ. მათ ეხმარებიან ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელე, რომელმაც როგორც იქნა, საკუთარი პოტენციალის გამოვლენა დაიწყო. ფრანგი ფორვარდი აჩვენებს, თუ რატომ გადაიხადა “ბლაუგრანამ” მის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა.
გუნდის განკარგულებაში 16 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნებისმიერ შეხვედრაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. მათ სიას უკვე კევინ-პრინც ბოატენგი და ჟან-კლერ ტოდიბო შეემატნენ.





ყველაზე მეტად მეწყინა რო სილესენი რეალთან არ იქნება 🙁
ეგ მართალია პეპის ეპოქიდან მოყოლებული ბარსას იშვითად ჰყოლია ასეთი ძლიერი შემადგენლობა.ვალვერდეს ყველაფერი აქვს ტრებლი რომ დადოს.
arada wesit am sastavs malcomic unda amshvenebdes, ki gamaza magari im dges mara egetebs xan messic mazavs xdeba. satamasho drois simcire yvelafershi etyoba. ager gvardiola axerxebs da sane sterlingi agueros trios pirobebshi mahrezs bernardo silvas da jesuss sakmaris dros adzlevs. 6 fexburteli yavs shetevashi da ukmayofilo aravinaa. cota meti ndoba, cota meti dro da gaisneba egec. potenciali ro aqvs debilic mixvdeba magas. da boatengis parad ki ara atamashos 1-2 jer messistan da suarestan vinc daexmareba potencialis gmaovlenashi da + pasebs micems. kide am sastavs aleniac unda daematos raketas rezervistad. romeli tamashi chaagdo, nomralurad itamasha yvela. im tamashebs ar vgulisxmob valverdem 11 ve kaci ro shevala da lamis barca b ro daayena.
რობერტოს და სემედოს ფლანგს მბაპე ან ნეიმარი რო გადაეყაროს მეტი აღარ დაიწერება იმედიანობაზე და მაგათ თანაფარდობაზე:):👣
რობერტო და ლენგლე ორივე დირკაა.მურილიოს და ბოატენგს ამწნილებენ?!
მართლაც ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ტრიპლეტის დასადებად
სილენსენს არ გაუმართლა . ზუსტად მაგიტომ ერგო შტეგენს პირველობა !