მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არტური – ვალვერდეს რჩეული პრესტიჟულ შეხვედრებში

არტური – ვალვერდეს რჩეული პრესტიჟულ შეხვედრებში

არტურ მელო “ბარსელონას” სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი არაა, მაგრამ ბრაზილიელი ნახევარმცველი სერიოზულ მატჩებში ერნესტო ვალვერდეს ნდობით სარგებლობს.

დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმაში მყოფი 22 წლის მოთამაშე “ბარსელონას” დიდებული ქამბექის მონაწილე გახდა – კატალონიურმა გრანდმა “სევილიას” 6:1 მოუგო, ხოლო მელომ 31-ე წუთზე ივან რაკიტიჩს გენიალური საგოლე გადაცემა გაუკეთა.

არტურმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი ჩაატარა და აღსანიშნავია, რომ მას არცერთი სერიოზული შეხვედრა არ გამოუტოვებია – მადრიდის “რეალთან” (5:1), “ატლეტიკოსთან” (1:1), “ვალენსიასა” (1:1) და “სევილიასთან” (4:2) გამართულ დაპირისპირებებში ქომაგებმა ის მოედანზე იხილეს. 

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ბრაზილიელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა – გასვლაზე “ეინდჰოვენთან”. ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური მატჩი (“ელ კლასიკო”) ახლოვდება და გამოცემა AS ვარაუდობს, რომ ვალვერდე არჩევანს კვლავ არტურზე შეაჩერებს – ფიგურაზე, რომელსაც ჯერ მისთვის არ უღალატია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • I.S.
    schedule 02 თებ 2019, 08:09

    ციტატა: me da barca
    1. ბ არსელონა
    2. ა ტლეტიკო
    3. რ ეალი
    4 . ს ევილია
    5. ა ლავესი


    ამას ჰქვია – მტრების ხარჯზე აიწყო საქმეო😉

  • Bakero
    schedule 02 თებ 2019, 02:09

    რეალთან მითუმეტეს ძირითადში უნდა იყოს !

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2019, 01:22

    როგორც პირველკლასიკოში გააქროარტურმა რეალის ცენტრი ისე უნდა გააქროს 6-ში