კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო, უახლოეს მომავალში ერნესტო ვალვერდესთან ერთად საკუთარ მომავალს გადაწყვიტავს. იტყობინება, Mirror.co.uk
როგორც გამოცემა იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობა კოუტინიოს სათამაშო ფორმით უკმაყოფილოა, ფეხბურთელმა გუნდში ადაპტაციის გავლა ამ დრომდე ვერ მოახერხა. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, ფეხბურთელთან შეხვედრას გამართავს, სადაც შეეცდება გაარკვიოს მისი პრობლემები.
აქვე გეტყვით, რომ 26 წლის ბრაზილიელს სხვადასხვა გამოცემები “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.




რატო იყო შარშან მძორი ? მშვენივრად თამაშობდა … არა მარტო შორეული გოლები, ასისტებსაც არიგებდა და საშიში, მწვავე იგროკი იყო… რა შეიცვალა მასმერე ? ტაქტიკა… 4-4-2 ში უფრო კომფორტულად გრძბობდა თავს … ახლა თავდასხმის და ნახევარდაცვის შუალედშია გაჭედილი, მაგრამ ზოგადად ფორმა აქვს დაკარგული ყველაფერთან ერთად და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს , მარტივ გამოსავალს ვერ პოულობს … ვერ არჩევს ზუსტ დროს დრიბლინგზე წასასვლელად… პასებიც კი არაზუსტი აქვს.. მარა მასე რო ავიღოთ, ისკო, კარიერის 70% უფორმობაში აქვს გატარებული მარა როცა ფორმაშია, საოცრად ეფექტურია
იმედია ყველაფერი მოგვარდება და ათამაშდება კოუ
წავიდეს მოგვშორდეს
მეც მგონია ახალი გადმოსული უფრო მონდომებული იყო, თითქოს რაღაც პრობლემა აწუხებს ვერ არის კონცენტრირებული თამაშზე, ჟირონასთან რა მომენტები გაუშვა, სადა აქვს ბარსას ფეხბურთელს იმის კომფორტი რო პირისპირ გასულმა ერთ თამაშში ორი 100%-იანი მომენტი გაანიავოს, ამის გამო თამაში ბოლომდე დაძაბული იყო, 3-0 ზე გატყდებოდა მეტოქე და ამან შანსი დაუტოვა ბარსას კი საქმე გაურთულა. ძალიან კი მაინტერესებს ვარჯიშებზეც ესე მაზავს პირისპირ გასვლას.თუ ასეა მაშინ არ უნდა იდგეს თავდამსხმელის პოზიციაზე დახიოს უკან, იქნებ ვინმე სხვა ნახონ დემბელეს დაბრუნებამდე.
ჩემი აზრით არ უნდა გაუშვან კოუტინიო. დღესდღეობით, არ ვგულისხმობ მის ამჟამინდელ ფორმას, კოუტინიო ნეიმართან და მბამპეებთან ერთად ერთ ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ისეთი ფეხბურთელია ვისაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტო შეუძლია. ასეთი მოთამაშე კი ძალიან ცოტაა. ასევე თუ ავიღებთ მის შესაძლებლობებს ბევრი კარგი თვისება აქვს. დრიბლინგი, პასები დაეტყმები, საჯარიმოები და მოედნის ხედვა. ასეთს ბევრს ვერ ნახავს ბარსა. მახსოვს როგორ ველოდებოდით მის ტრანსფერს ყველა და როგორი დიდი სურვილი გვქონდა მისი ბარსას შემადგენლობაში ხილვის. ამიტომ ჩემი აზრით უნდა მივცეთ შენსი რომ ითამაშოს იქ სადაც ყველაზე ეფექტურია. ბარსას პრობლემა და საერთოდ დიდი გუნდების პრობლემაა ისაა რომ ბევრი ვარსკვლავი ყავს ვისაც სათამაშო დრო სჭირდება რომ ფორმაში იყოს და არასდროს ეძლევათ საკმარისი დრო. ახლა იმდენი ნახევარ მცველი ყავსბარსას რომელი უნდა ათამაშოს ძნელი სათქმელია, მაგრამ კოუტინიო რომ ბარსელონას სტილისთვის ზედ გამოჭრილია ამას ყველა ხედავს. ახლა რომ გვარდიოლა ყავდეს ბარსას უკონკურენტო იქნება ყველა ტურნირზე
იდეაში ახალ პოზიციაზე ათამაშებენ და ამისთვისაც რთულია ამდენი წელის შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და ვალვერდემ მიაჯაჭვა მარცხენა თავდასხმელად და კოუს ბურთთან უყვარს ყოფნა სიღრმიდან შეტევა როგორც მესის. უბრალოდ მესი მთელი ცხოვრებაა ბარსაში და ნუ მესია :))))))
გამოვთქვამ ჩემს აზრს. როცა დიდი პოტენციალის მქონე იგროკი ახალ კლუბში ვერ ავლენს თავის პოტენციას არის ორი გამოსავალი, 1) ან გუნდი უნდა გამოიცვალოს ან 2) ტრენერი, ეს იგროკის პოზიციიდან მაგრამ არის გუნდის პოზიციაც და აქაც არის ორი ვარიანტი, ან 1) ტრენერი უნდა შეცვალონ და ან 2) იგროკი გაყიდონ მაგრამ არის მე-3 … ლოგიკის პოზიცია,… არის კი ვალვერდე იმ დონის ტრენერი რომ აათამაშოს კოუტინიო?, არც კი მეეჭვება რომ =არა=, არის ვალვერდე ის ტრენერი ვინც იონგსაც (გარანტირებულად) აათამაშებს?, ძაან მეეჭვება და არ მეეჭვება მხოლოდ ვარლვერდეს კვალიფიკაცია… ის არის დაბალი დონის სპეციალისტი და მის ხელში სულ რისკისქვეშ მოგვიწევს ყოფნა. ამიტომ ვთვლი რომ სეზონის დასრულებას უნდა დაველოდოთ (კოუტინიომაც) და პირველ რიგში ვალვერდე უნდა დავითხოვოთ (აუცილებლათ) და ახალი ტრენერი გადაწყვეტს კოუტინიოს ბედიღბალს და ხელაღებით კოუტის გასხვისება მანამდის სისულელეა. ჩვენ მაღალი ხარიახის იგროკს უნდა მოუაროთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა დავაყენოთ კოუტინიო სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად.
პირველ სეზონში ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ეხლა..
აი მეც მაგას ვფიქრობ ზუსტად, ადაპტაცია კაი ხანია გავლილი აქვს ამას და გუნდსაც კარგად შეეწყო, უბრალოდ ველოდებით ფორმაში შესვლას და ვერა რაა.
ღაგაც, მომენტში თითქოს ფეხბურტელებს აიგნორებს, განსაკუტრებით დემბოს, დაივიწყოს პასის ჟმოტობა და დაLშე მოგვარდება, ხო ჟირონასტანაც ბევრი გააფუჭა და მაგის კისერზეცაა კოპა დელ რეიზეც რო წავაგეთ. Uფრო უნდა მოინდომოს კოუმ მწც მეიმედებაეგბიჭი. Dა კარგი იქნება თუ ქომაგებს იმედს არ გაგვიცრუებს, iqet Kidev malkomi mazavs
ადაპტაცია გავლილი აქვს მაგრამ ეხლა არის რაღაც საშინელ ფორმაში და ველით მის ფორმაში შესვლას