მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი ალბა: „ჟირონა“ ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია

ჟორდი ალბა: „ჟირონა“ ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია

“ბარსელონას” განაპირა მცველმა, ჟორდი ალბამ კატალონიური დერბის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “ჟირონას” 2:0 მოუგო.

“ჟირონა” ლა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. მათთან გამკლავება საშინაო არენაზეც გაგვიჭირდა. უმცირესობაში მყოფმა კატალონიელებმა ბევრად მეტი პრობლემა შეგვიქმნეს, ვიდრე 11 კაცით თამაშისას.

წესითა და რიგით, კაცნაკლული ოპონენტის საჯარიმოში უფრო ხშირად უნდა შევსულიყავით, მაგრამ “ჟირონას” დაცვაში თამაში კარგად გამოსდიოდა.

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. შეხვედრის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა. ლეო არასდროს ცდება, ნელსონის სადებიუტო გოლით კი მოხარული ვარ.”-ამბობს ალბა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    schedule 28 იან 2019, 00:50

    მაგარი ხარ ხორდი