ლონდონურ კლუბში შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავენ.
“ჩელსის” ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი უდგას. მიმდინარე სეზონში გუნდმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა. ახლა მათ პრემიერ ლიგის ოთხეულში ადგილის შენარჩუნება სჭირდებათ. ლონდონში კი ფიქრობენ, რომ ამ მიზნის მიღწევაში მათი დახმარება სწორედ მალკომს შეუძლია.
21 წლის გარემარბისთვის, რომლის ღირებულებაც Transfermarket-ზე 36 მილიონი გირვანქა სტერლინგია, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა დიდხანს იბრძოდა. თუმცა, ბრაზილიელი ლა ლიგის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა. მალკომის სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკვე დიდი ხანია დაწყებულია დისკუსია მისი შესაძლო წასვლის შესახებ.
ვარაუდობენ, რომ “ბარსა” მალკომს სრულად არ გაყიდის, თუმცა განიხილება მისი არენდის წესით გაშვება.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი ფეხბურთელის სახელს ასევე უკავშირებენ ლონდონის “არსენალს”.


მოიყვანეთ მარსიალი და კიბატონო სადაც გინდათ იქ გაუშვით
ჯერ 21 წლისაა და ნუ დამარხეთ. იჯარა კარგია. ჩელსის დედიმაგათისამ, ჩვენ მივართვათ ფაბრეგასები და მალკომები კაპიკებში და იმათმა ბებერ ვილიანში 90 მოითხოვონ და რეალს აზარი შეუფუთონ. გაათრიეთ ჩელსი. არსენალი კარგი ვარიანტია. ემერი აათამაშებს. და რო ათამაშდება ფასიც მოემატება. ეხლა 40 თუ გაიყიდა გამიკვირდება. და ერთი კარგი სეზონი არსენალში და ფადი 60 ზე მაინც ავა. მეც არ მომწონს ამისი თამაში მარაც5 დან ერთს თამაშობს თან სულ მეორე სასტავთან.წესიერი პარტნიორის გარეშე. არც დემბელე იყო უკეთესი ცოტა ხნის წინ. თან ზამენაზე ამაზე კარგი ვინ გინდა. იჯარით წავიდეს და მერე წესიერმა მწვრთნელმა მოუსწროს იქნებ
ეს ვაფშე რას მოყავდათ, რომას გასამწარებლად ლიგიდან რო გამოგვაბუნძულეს. სხვა აზსნას ვერ ვუძებნი მე
Vafshe nu gadaixdis vinme fuls amashi ogond moashoret sashinlad tamashobs. Ar gvinda tqveni iyos temaa 😂😂😂