“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში “ჟირონასთან” ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა.
19-კაციან განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები – დემბელე, რაფინია და უმტიტი. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ჟირონაში სამპერი და მურილიო არ ითამაშებენ. შეხვედრის დაწყებამდე განაცხადს კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდება.
“ჟირონასთან” მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, სილესენი, მალკომი, ლანგლე, ალბა, ბოატენგი, ს. რობერტო, ალენია, ვიდალი, ვერმალენი.



