მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგის ტრანსფერი მხოლოდ რაკიტიჩის წასვლას არ გამოიწვევს

დე იონგის ტრანსფერი მხოლოდ რაკიტიჩის წასვლას არ გამოიწვევს

ჟურნალისტი ხოაკიმ დომენეკის მიერ გადაცემა “El Chiringuito”-ში გავრცელებული ინფორმაციით “ბარსელონა” ფრენკი დე იონგს სამი ნახევარმცველის გუნდიდან გაშვებას დაჰპირდა.

ახალგაზრდა ჰოლანდიელის ერთ-ერთი მოთხოვნა რეგულარული სათამაშო პრაქტიკა იყო, ამის შესასრულებლად კი “კამპ ნოუს” დატოვება ივან რაკიტიჩს, დენის სუარესსა და რაფინია ალკანტარას მოუწევთ.

ივან რაკიტიჩის ტალანტის უპირველეს ქომაგად ერნესტო ვალვერდე გვევლინება. რამდენიმე სეზონის მაღალ დონეზე ჩატარების პოტენციალის მიუხედავად, “ბლაუგრანას” სამმართველო შტაბი ხორვატი ნახევარმცველის გაშვების საჭიროებას ხედავს.

დენის სუარესის “ბარსადან” წასვლის სურვილი საიდუმლო არ არის. ესპანელი მოთამაშე ეძებს კლუბს, რომელიც მას პრაქტიკულ, ხოლო “ბარსელონას” ფინანსურ დეტალებს შეუთანხმებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (11)

  • Z_A_R_D_O
    schedule 26 იან 2019, 10:32

    რაკეტა მაინც საჭიროა ნუ სკამზე მაინც. უნდა გავუშვათ რაფინია დენისი მალკომი. აი გვრჩება იდეალური ნახევარდაცვა თავის ზამენებიანად.

  • davidus2020
    schedule 25 იან 2019, 23:38

    მე რაკეტას არ გაუშვებდი, მასეთ მუშა ნახევარმცელს, რომელი ძალიან კარგ დონეზე სტაბილურად
    ატარებს , თამაშებს ძნელი სანახავი,დააკვირDით გუნდებს ვისაც სურს რაკეტა, ყველა ტოპ გუნდია? რა ყველა სულელია?უბრალოდ ყველამ იცის ასეთი ფეხბურთელის ფასი.

  • professor1984
    schedule 25 იან 2019, 21:43

    მაგ სამს ვალვერდეც მიაყოლეთ უკან და ვინმე ნორმალური მწვრთნელი მოიყვანეთ თორე დავიღალე ამ ტანჯულა თამაშის ყურებით

  • Don_Andresito
    schedule 25 იან 2019, 21:39

    რაფინიას ვერ გავყიდით, არავის უნდა 😀 ყველას იჯარით და უფასოდ უნდა ბარსადან ყველა. რაკიტიჩის გაყიდვის მომხრე არ ვარ მარა ასაკის Gათვალისწინებით ბოლო შანსია სარფიანად გაყიდვის. და იმედია ეს იდიოტები 30 ად არ გყიდიან ფაბრეგასივით. დღევანდელი ფასებით რაკეტა 60 მაინც ღირს. ვიდალი უნდა დარჩეს. მთლად 21 წლის ბიჭებისთვის ნახევარდაცვის გადაბარება არ შეიძლება. ძირითადს მეც ბუსი არტური დე იონგს ვხედავ მარა სკამი ძლიერი უნდა იყოს. ვიდალი დათანხმდება იმედია ასე თუ ისე სათადარიგო ფეხბურთელობას. ალენია დარჩება და ერთი ტიპიური საყრდენი გვინდა, ბუსის ზამენა. რაბიო არ მოვა სამაგისოდ. თან ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს და დე იონგის მერე ამხელა ხელფასიანი კაცი ხელმძღვანელობას არ ენდომება. + დე ლიხტისთვისაც თუ წავიბრძოლებთ იმასაც მაღალი ხელფასი ენდომება. ბუსის ზამენად ორიოლ ბუსკეტსი შეიძლება, ხან დე იონგი დადგება მარა თუ ვალვერდე დარჩა რომელიც ახალგაზრდებს ვერ იტანს, არ ღირს. მოვიდეს მწვრთნელი რომელიც კარგად მუშაობს ტალანტებთან და პატარა ბუსიც მოიხოდება, ალენიაც და სწორი როტაცია წაადგება გუნდს. ცოტა დროს პუჩიც მიიღებდა. თორე ვალვერდე უნდა მოკლა რო პუჩი ათამაშოს. სხვანაირად შანსი 0 ია. ასე რომ ჯერ ვალვერდე წაეთრეს და მერე გვეშველება

  • Messi, Iniesta
    schedule 25 იან 2019, 21:01

    რაოო რაო? რაკიტიჩს უშვებენო? თქვენ ხოარ ღადაობთ? უკვე წითელი ამენთო და გავგიჟდები! რაკეტა არ უნდა წავიდეს! მორჩა და გათავდა!

  • .Gladiator.
    schedule 25 იან 2019, 20:54

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: .Gladiator.
    რაკიტიჩის გაშვება არ არი აუცილებელი სკამზე თუ დაჯდება


    სკამზე არ დაჯდება რაკიტიჩი თქვა ეგ ასე რომ დიდი ალბათობით წავა და ეს მოფიქრებულიც ექნება უკვე ამ ამბების მერე აქეთ რქბიოც თუ მოდის მითუნეტეს…
    ვიდალი კიდე სკამისთვის იდიალურია


    არადა ისეთ ასაკშია წესით ბარსელონას სკამზე ჯდომა უნდა აწყობდეს
    თან ბუსკეცსაც ჭირდება დასვენება და ძაან გამოგვადგებოდა

  • romani23
    schedule 25 იან 2019, 20:40

    ამის მოსვლა რაკიტიჩის წასვლა რო იყო ეს ისედაც იასნი იყო მიტო რომ რაკიტიჩი გორიზონტალია და იონგი კი ვერტიკალი… მკვეთრად ვერტიკალი, უფრო კრეატიული და ბურთის თრევა რომ არ ახასიათებს და თუ ყველაფერი "გეგმის" მიხედვით წავიდა იონგი და არტური შეწყვილდებიან როგორც კრეატივ-დუედი ხანგრძლივი პერსპექტივით. ახლა რაბიოს საკითხიცაა მოსაგვარებელი და იმ კვარტეტის ტრანსფერზე დაყენება… რაკიტიჩ, რაფინია, დენისი და სამპერი. ისე არც მალკომის კაი ფარაზე გაყიდვაზე არ ვიტყვი უარს ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მატას დავითრევთ და მაშინ ჰავბეკთა ასეთი სასტავი გვეყოლება: ბუსკა,ვიდალი,არტური,ალენია,პუჩი,იონგი,მატა,მალკომი.

  • M10 S9 D11
    schedule 25 იან 2019, 20:30

    უფ ახალი ამბავი ეგ ისედაც უნდა გაგეკეთებინათ დე იონგი რომც არ მოსულიყო

  • king artthur
    schedule 25 იან 2019, 20:00

    ბუსკეტსი, დე იონგი, არტური, კოუტინიუ, ვიდალი, რაკიტიჩი, ალენია-მშვენიერი ნახევარდაცვაა. რაკიტიჩის წასვლაც შეიძლება. ზოგადად გუნდი ასე წარმომიდგენია: ტერ შტეგენი, სილესენი-პიკე, უმტიტი, დე ლიგტი, ლენგლე, ტოდიბო, სემედუ, რობერტო, ალბა, კუკურელა-ბუსკეტსი, დე იონგი, არტური, კოუტინიუ, ვიდალი, რაკიტიჩი(პუიგი), ალენია-მესი, სუარესი, დემბელე, მალკომი, ბოატენგი, ლოზანო, იოვიჩი/დოლბერგი/ვერნერი/ან ვინმე სხვა. ასე დაახლოვებით ის სკამი გვექნება რაც რეალს ქონდა ბოლო წლებში ეს კი შედეგის მთავარი გარანტია

  • GioO_FCB
    schedule 25 იან 2019, 20:00

    ჩემი აზრით კარგი გადაწყვეტილებაა, რაკიტიჩის ნაცვლად არტური მინდოდა ისედაც, დე იონგი ინიესტას პოზიციაზე და ბუსკეცი შუაში. კოუს არ ვიცი რა ბედი ეწევა, მაგრამ მე უფრო ნახევარდაცვაში ვხედავ, თუმცა ამ შემთხვევაში რაც დავწერე ეგ არ გამოვა. როტაციაც შეიძლება და კოუ ხან ნახევარდაცვაში იქნება ხან შეტევაში და ალბათ მაინც ესაა საუკეტესო გამოსავალი

  • .Gladiator.
    schedule 25 იან 2019, 19:59

    რაკიტიჩის გაშვება არ არი აუცილებელი სკამზე თუ დაჯდება