“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “სევილიასთან” მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, რომ “სანჩეს პისხუანზე” გამართულ შეხვედრაში, გამარჯვება ანდალუსიელებმა მოიპოვეს (2:0).
“ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს პირველ ნახევარში. მეორე ტაიმში სირთულეებმა იმატა. მეტოქემ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, თუმცა შევეცდებით განმეორებით მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
მე ვიფიქრე, რომ ბოატენგი სასტარტო შემადგენლობაში უნდა დამეყენებინა, ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, ის ხომ გუნდს რამოდენიმე დღის წინ შემოუერთდა.
როდესაც ცვლილებებს მიმართავ, რისკსაც აცნობიერებ. თუ გაიმარჯვებ – გადაწყვეტილება ყოველთვის მართებულია, თუ დამარცხდები – ყოველთვის არასწორი. ჩვენ გვსურს ამ ტურნირზე მონაწილეობის გაგრძელება.”
ნანობთ თუ არა მესის გარეშე თამაშს?
“არ ვნანობ. ასე უნდა მოვქცეულიყავი. ბოატენგის დაყენება სასტარტო შემადგენლობაში, სარისკო გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც ასე უნდა მოვქცეულიყავი. ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნება თუ ის ითამაშებს ერთი საათით, სუარესი კი ნახევარი საათით.” – განაცხადა, ვალვერდემ.



