დღეს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ “სიუტატ ესპორტივაზე” პირველი გუნდის მხოლოდ 6 ფეხბურთელი იმყოფებოდა…
კვირის პირველ ვარჯიშს გუნდი პირველი გუნდის 6 ფეხბურთელით შეხვდა. პინტოსთან, ალვეშთან, ფონტასთან, კეიტასთან, ხეფრენთან და ბოიანთან ერთად მინიომ, მუნიესამ, სერხი გომესმა, მონტოიამ, ტელიომ, კარმონამ, რაფინიამ და ვიქტორ ვასკესმა ივარჯიშეს.
მოგეხსენებათ ადრიანო “ხეტაფესთან” შეხვედრაში მთავარ შემადგენლობაში აღმოჩნდა. დღეს მან ვარჯიში სავარჯიშო დარბაზში არჩია. მილიტომ, მაშერანომ და ინიესტამ კი მსუბუქად ივარჯიშეს, რაც იმისგან არის გამოწვეული, რომ მათ თავიანთი ეროვნული ნაკრებების ღირსება აქვთ დასაცავი. პუიოლმა, პედრომ და მაქსველმა კი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარეს.


