ანდრეს ინიესტა “ხეტაფესთან” მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა, სადაც მან საკმაოდ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ამ წელს ანდრესი უფრო განსხვავები ფეხბურთელია. საბედნიეროდ მას ტრავმები აღარ აწუხებს, ამიტომაც იგი გარდა იმისა, რომ გუნდს პასებით ამარაგებს, გოლებსაც იტანს, თანაც არაერთს და თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესია.
ინიესტამ თავის ინტერვიუ რა თქმა უნდა ერიკ აბიდალზე საუბრით დაიწყო. გუნდი და თვითონ ესპანელიც სულმოუთმენლად ელის ფრანგი მცველის დაბრუნებას.
“ჩვენ ძალიან გვინდა აბიდალი მალე დაუბრუნდეს მოედანს. ასევე გვინდა მისი მონახულება, მაგრამ ჯერ – ჯერობით ამის უფლებას არ გვაძლევენ ექიმები. მართალია, მან “ბარსელონას” თამაშის ყურება შეძლო ჰოსპიტალში, მაგრამ იგი მაინც ჯერ კიდევ სუსტადაა და სტუმრების მისაღებად მზად არ არის”.
“მართალია ჩვენ ფეხბურთელებით ვართ, მაგრამ მოედნის გარეთაც ცხოვრება გვაქვს. პირველ რიგში ადამიანები ვართ, ამიტომაც ერთმანეთს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ. რაც აბიდალს დაემართა ეს ძალიან ცუდია, ამიტომაც მას ახლა გვერდში დგომა სჭირდება. მადლობა ყველას ვინც აბიდალს გვერდში დაუდგა და გაამხნევა”.
“რაც შეეხება ჩვენს სეზონს, წინ კიდევ ძალიან ბევრი გადამწყვეტი მატჩი გველოდება. სულმოუთმენლად ველით “კოპა დელ რეის” ფინალს, მაგრამ ფინალამდე ბევრი მნიშვენლოვანი მატჩი იქნება”.



