ადრიან რაბიოსა და “ბარსელონას” კონტაქტის და სავარაუდო შეთანხმების გათვალისწინებით, ფრანგ ფეხბურთელს და “პარი სენ-ჟერმენს” შორის საუკეთესო ურთიერთობა არ არის. ამის მიუხედავად, რაბიო გუნდთან ერთად კატარში შეკრებაზე მაინც გაემგზავრა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ადასტურებს.
თომას ტუხელი თავის ფეხბურთელებთან ერთად კატარში 4 დღეს გაატარებს.
როგორც იცით, რაბიოს კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების გამო 5 დეკემბრის შემდეგ პსჟ-ს მაისურით არ უთამაშია. ადრიანს პარიზში თამაშის გაგრძელება არ უნდა და ზაფხულში კლუბის უფასოდ დატოვება შეეძლება.
“ბარსელონას” გარდა, რაბიოს დამატება “ტოტენჰემს”, “იუვენტუსს” და “ბაიერნსაც” სურს.
ზაფხულში ეწურება კონტრაქტი რა ვერ გაიგეთ
როგორ ვერ გავიგე მაგრამ ბარსას ხელმძღვანელობის ხო ვიცი ხელიდან გაუშვებენ ამ ბიჭს
კოუტინიო მოიყვანეს 150 მილიონად დემბელე მოიყვანეს 105 მილიონად და ეს ბიჭი რა გახდა ასეთი რომ უფასოდ ვერ ჩაიგდო ხელში ბარსელონამ