მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე ვინისიუსის ეპიზოდზე: მომენტებზე კამათი ფეხბურთის ნაწილია და VAR სისტემა ამას ვერ შეცვლის

ვალვერდე ვინისიუსის ეპიზოდზე: მომენტებზე კამათი ფეხბურთის ნაწილია და VAR სისტემა ამას ვერ შეცვლის

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ერნესტო ვალვერდეს შეკითხვა იმ საკამათო ეპიზოდზე დაუსვეს, რომელიც “რეალი”-“სოსიედადის” მატჩში მოხდა. მადრიდული კლუბის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვინისიუსი, სტუმართა მეკარემ საჯარიმოში წააქცია, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. 

“სადავო ეპიზოდები ფეხბურთის ნაწილია და ეს ყოველთვის ასე იქნება. ამას ვერ შევცვლით, თუმცა ვიდეო-რეფერის სისტემა სამართლიანია და მსაჯებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან ეხმარება. გამოწვეული ხმაური ხშირად თვითონ თამაშზეა დამოკიდებული”. – განაცხადა ვალვერდემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • barcelonafanlasha
    schedule 10 იან 2019, 15:58

    მე მგონია რომ არ უნდა დანიშნულიყო პენალტი ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ბარსას ფანი ვარ რეალის ადგილას რომ ბარსა ყიფილიყო მაგ სიტუაციაში იმავე აზრზე ვიქნებოდი უბრალოდ რეალს და მთელს რეალის ფანობას მაგ ეპიზოდზე ხმა საერთოდ არ აქვს ამოსაღები ბოლო წლების რეალის ჩ.ლიგაზე ასპარეზობას გადაავლონ თვალი და ნახავენ რამდენი უსამართლობით ისჯებოდნენ რეალის მოწინაააღმდეგე გუნდები ასე რომ მსაჯების მიერ დახმარება არ დახმარებაზე საერთოდ არ უნდა დასცდეთ მაგათ სიტყვა.. ისიც მახსოვს გალაკტიკის გუნდად რომ მოიხსენებოდა ბარსა იგივე რეალის ფანობა გამუდმებით მსაჯელონაზე როგორ მასიურად საუბრობდნენ.

  • sergio busquets5
    schedule 10 იან 2019, 00:56

    ისე მეგობრებო რას იტყვით ბარსამ ხამესი რომ დაიმატოს 42 მილიონად?

  • უეფადრიდი
    schedule 10 იან 2019, 00:15

    ციტატა: nikusha
    1000ჯერ ვნახე მაგის განმეორება და ჩემს მეგობარ კომენტატორს ნოდარ სიმსივეს ვანახე ეგ კადრი და დავრწმუნდით რომ რულიმ ჯერ ბურთზე ითამაშა და მერე ვინიციუსი წამოეგო და წაიქცა ანუ ძაან საკამათო ეპიზოდია შეიძლებოდა როგორც დანიშვნა ასე არ დანიშვნა ორივეგან გამართლებულია 50/50ზეა მაგრამ მაინც უფრო არ უნდა დანიშნულიყო 11 მეტრიანი ანუ სწორად მოიქცნენ მსაჯები ამ შემთხვევაში


    აი ყველაფერი, მაგრამ მადრიდისტას მორალური უფლება აქვს მსაჯზე ილაპარაკოს? ბოლო სამ წელში ამაზე გაცილებით მნიშვნელოვან მატჩებში და გაცილებით მეტ მომენტში გაუწიეს დახმარება. ეს ყველაფერი ზღვაშუ წვეთი იყო, ერთი სადაო ეპიზოდი იყო და უცოდველი კრავები გამოვიდნენ, ცუდია ხო უსამართლობა? ბაიერნის და სხვა გუნდის ფანების ადგილზე წარმომიდგენია რაღას იზადნენ მართლა, როცა აწყობთ მაშინ სამართლიანობა უნდა აღდგეს.

  • Guro messi
    schedule 09 იან 2019, 23:49

    ვალო ნახეეეთ.ამან ლაპარაკი როდის დაიწყო