მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ლევანტესთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ლევანტესთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლევანტესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

“ლევანტე” ჩვენი მსგავსი გუნდია. “ბარსელონას” მსგავსად, ისინიც ბევრს იტანენ და უშვებენ, ასე რომ, გახსნილი თამაში იქნება. ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ “ლევანტეს” ხიფათის შექმნა ნამდვილად შეუძლია. 

შემადგენლობაში ცვლილებების შეტანას ვგეგმავთ და ვფიქრობ, ამას მეტოქეც გააკეთებს. 

მუნირის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მან გადაწყვეტილება მიიღო, ისევე როგორც კლუბმა. პრობლემა მალე უნდა გადაიჭრას, უკეთესი იქნება, თუ ეს იანვარშივე მოხდება. 

გამორიცხული არაა, რომ ლუის სუარესის პოზიციაზე არტურო ვიდალმა ითამაშოს, ეს იდეა მქონდა და გათვალისწინება შეიძლება. 

პირველი ვარჯიშები ხეისონ მურილიოსთვის ძნელი იყო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის გუნდს მალე შეეჩვევა. ლა ლიგის წევრი გუნდის ფეხბურთელის დამატება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოახლოებულ თამაშებში დახმარება გვჭირდება. 

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ესპანეთის თასი დროის ხარჯვაა. ნახევარფინალების და ფინალების თამაში ყოველთვის კარგია ამისთვის ახლაც ვიბრძოლებთ”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში