“ბარსელონას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, La Vanguardia-სთან ინტერვიუში თავის მთავარ გატაცებაზე საუბრობს.
“ფოტოგრაფია ჩემი ჰობი არ არის. ეს უფრო სერიოზულია და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ფოტოების გადაღება ბავშვობიდანვე მომწონდა, თუმცა ეს უბრალოდ ჰობი იყო, სანამ, ფეხბურთის თამაშით გამომუშავებული ჩემი პირველი ხელფასით მეგობარს კანარის კუნძულებიდან კამერის ჩამოტანა ვთხოვე. ზუსტად მახსოვს, რომ ეს 40 000 პესეტა დამიჯდა.
როცა ლაბორატორიაში ხარ, აცეტონის მჟავის და ფიქსატივის სუნი გცემს… სინათლის წყაროს გამორთავ, წითელ შუქს ანთებ, ფურცელს დებ და უყურებ, როგორ გამოდის სურათი… ეს მომენტი უბრალოდ საოცარია.
მომენტების და შინაგანი მდგომარეობის ასახვა მომწონს. ჩემი ფოტოები არატრადიციულია, კომფორტის შეგრძნებას არ იწვევს. მინდა, სურათები განსხვავებული იყოს.
დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რამდენად არასასიამოვნოა სცენა, რომელიც სურათზე იქნება ასახული. ეს ადამიანებისთვის დარიგების მიცემას ემსახურება. ვფიქრობ, სიკვდილიც ფოტოგენურია, რადგან ის გამოღვიძებისკენ მოგვიწოდებს.
უდიდეს პატივს ვცემ იმ ფოტოგრაფებს, რომლებსაც საუკეთესო განათებისთვის მოცდის და კარგი კადრის სრულყოფილად ქცევის უნარი აქვთ. მათ ნამუშევრებზე დაკვირვებით, ჩემი თვისებების გაუმჯობესებასაც ვცდილობ.
საერთოდ კი, როგორც ფოტოგრაფი, მწვრთნელიც ვარ…”
არც ისე ცუდი იქნება, თუ ვალვერდე ისტორიაში არა მხოლოდ როგორც ფოტოგრაფი, მწვრთნელიც შევა, უფრო კონკრეტულად კი – “ბარსელონას” მწვრთნელი. მოედანს მიღმა მის შემოქმედებას კი, შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ.




ვალვერდე სხვა რაკურსით 😀
მარტო ფეხბურთი არ ყვარებია გულჩათხრობილი და გაცრეცილი მუქში
ისე ისაუბრა ფოტოგრაფიაზე რო ალბათ მწვრთნელობა მისთვის მეორე ხარისხოვანია…
რას ერჩით, როგორიც ფოტოგრაფია მწვრთნელიც ისეთია, თუმცა 250 ევროიანი ფოტოაპარატით უკეთესებსაც გადაიღებდა კაცი. მეც კარგად მახსოვს დედაჩემმა რო ფოტოაპარატი მიყიდა ბავშვობაში "ვესნა",(კანარის კუნძულებიდან არა, მაგრამ თბილისის უნივერმაღში მარჯანიშვილზე, დღეს იმ შენობაში ბანკია, 12 მანეთი მისცა( 3-დოლარი) რავიცი, მაგის გადაღებულებზე ნაკლები არცერთი არ არის…მწვრთნელობაც ხო არ მეცადა.
საახალწლო საჩყქარი გაგვიკეთე და გაყევი ფოტოგრაფობას, დაანებე თავი ბარსას
სერიოზული ბოლო სიტყვები ჰქონდა სტატიის ავტორს ბოლოში
ყოჩაღ ვალოდია