ანდრეს ინიესტამ, ვრცელი ინტერვიუ მისცა “El Mundo Deportivo”–ს, ბლოგში “მეტი, ვიდრე კლუბი”, სადაც საუბარი იყო “უემბლის” ფინალზე, ერიკ აბიდალსა და პეპ გვარდიოლაზე. მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს მამობასა და მის მომავალ გოგონაზე.
რა იგრძენით ფეხბურთელებმა, როდესაც ერიკის სიმსიმნეზე შეიტყვეთ?
ეს ძალიან ცუდი ამბავი იყო. ჩვენ გვინდოდა ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და მალე დაბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას. მან იცის, რომ გუნდი ყოველთვის მის გვერდშია, როცა დასჭირდება.
რა რეაქცია გქონდა პირველად?
ყურებს არ ვუჯერებდი. ასეთი რამ ნამდვილად არ წარმომედგინა. როდესაც გავაცნობიერე მომხდარი, მივხვდი, რომ საქმე არ იყო კარგად.
ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა?
დარწმუნებული ვარ–კი. ჩვენ ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახი ვართ. ერიკი ჩვენი ცხოვრების, სამუშაოსა და გრძნობების ნაწილია. ჩვენ ყველაფერზე წინ ადამიანობას ვაყენებთ და შემდეგ სხვა დანარჩენს.
რითი განასხვავებდი აბიდალს სხვებისგან?
აბიდალს ვარჯიშებზე შესანიშნავი აურა შემოაქვს. იხარჯება ყველაზე მეტად. იგი ათლეტადაა დაბადებული, არის ძლიერი და ძალიან კეთილი. მასში დიდი რაოდენობითაა პოზიტიურობა და სიცოცხლის ენერგია.
რა იქნება ერიკისთვის საუკეთესო საჩუქარი, რასაც გუნდი შესთავაზებს?
ტრიპლეტის მოგებით მას ძალიან გავახარებდით. სეზონის სტარტიდან მის ტრავმამდე, აბიდალმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა გუნდისთვის და თუ შევძლებთ ტიტულების მოგებას, მაშინ ეს მეტწილად ერიკის დამსახურებაც იქნება.
როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ფეხბურთელებზე?
ვფიქრობ, “ხეტაფესთან” გამარჯვება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური შვება იქნება ჩვენთვის. ახლა ნამდვილად ცუდი დრო გვიდგას ტრავმების თვალსაზრისით. აბიდალზე ყველანი ძალინ ვწუხვართ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. მაგრამ ეს გაჭირვება ჩვენ ასმაგად გვაძლიერებს და ჩვენ ვიბრძოლებთ მწვერვალების დასაპყრობათ.
ფიქრობთ, რომ გუნდი დღეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა აბიდალის და დოპინგ ტესტის გამო?
დიახ, თუმცა ჩვენ უძლურნი ვართ იმათ მიმართ, ვინც ზურგს უკან ლაპარაკობს. ისინი არიან უკონტროლონი და თავისუფალნი, ამიტომაც უამრავ სიბინძურეს იძახიან ჩვენზე. მაგრამ მოედანზე გასვლისას ყველაფერს დავივიწყებთ, კოცენტრირებულნი ვიქნებით მხოლოდ თამაშზე. ეს კი ჩვენი გამარჯვების საწინდარი იქნება.
საიდან გაჩნდა ეჭვი დოპინგზე?
წარმოდგენაც კი არ გვაქ, არც გვაინტერესებს. მათ ღრმად შეტოპეს, მაგრამ რაც იყო, იყო. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.
თქვენ რომ დაგაბრალონ მისი ხმარება, უარყოფთ მას?
დიახ, რა საკვირველია.
იზიარებთ იმ აზრს, რომ თქვენი წარუმატებლობა ხშირად მსაჯების დამსახურებაა?
არა. ჩვენ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ, უბრალოდ ვჯდებით, ვაანალიზებთ ყველაფერს და შემდეგ თამაშში უფრო გამოცდილნი გამოვდივართ. ჩვენ მოტივაციას არასდროს ვკარგავთ, პირიქიტ გვიორმაგდება მოგების სურვილი.
როგორ ფიქრობთ, მადრიდელები ნებისმიერ ფასად ცდილობენ გამარჯვებას?
ვერ გეტყვით, არ ვარ მაგ გუნდში, ასე, რომ არ ვიცი იქ რა სიტუაციაა. ვფიქრობ, რომ ისინი ყველაფერს კანონისა და წესების ფარგლებში აკეთებენ.
ფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება “ბარსელონამ” ითამაშოს “უემბლიზე”(მოედანი, სადაც ტარდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი) ?
რა თქმა უნდა, ფიქრი უფასო სიამოვნებაა, მაგრამ “უემბლიზე” თამაშამდე ურთულესი გზა უნდა გავიაროთ.
“სტემფროდ ბრიჯზე” ( ისტორიული 1/2 ფინალი 08–09 წლებში,”ჩელსის” სამფლობელო ავტ.) ძალიან დიდ ეიფორიაში იყავით გატანილი გოლის გამო და ბოიან კრკიჩსაც სანაძლეო მოუგეთ. აპირებთ თუ არა იგივეს გაკეთებას “უემბლიზე” ?
ჯერ რა თქმა უნდა, ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ კი შანსი მომეცემა აუცილებლად დავფიქრდები.
ცუდად გახსენდებათ გასული წლის 1/2 ფინალი ინტერთან? (“ინტერმა” ორმატჩიან დაპირსიპირებაში “ბარსა” გამოაგდო ჩემპიონთა ლიგიდან, ბურთების შეფარდებით 3:2)
რა თქმა უნდა. იმ დროს გამწარებული ვუცქერდი თამაშს, არ შემეძლო კლუბის დახმარება. ჩემს გულში ეს დღე შავად დარჩა. იმედი მაქვს ასეთი მომენტები კარგით შეიცვლება მომავალში.
თქვენ გმართებთ ფრთხილად თამაში, რადგანაც 1 ყვითელი ბარათი და დისკვალიფიკაციას მიიღებთ. რას გვეტყვით?
გეთანხმებით. ძალიან ფრთხილად უდნა ვითამაშო და თავიდან ავიცილო ყოველგვარი პროვოკაცია, თუ წესის დარღვევა.
რა გასწავლათ “არსენალთან” ორმატჩიანმა შეხვედრამ?
ეს გასაოცარი გრძნობა იყო. ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ ერთხელ დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ–ერთი გრანდი. დასკვნას კი ასეთს გამოვიტან, რომ არ უნდა დაელოდო, როგორ გადის დრო. ყველა შესაძლო შემთხვევა გოლად უნდა აქციო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე დაგსჯის. ასე მოხდა ლონდონში.
შეგიძლიათ უკეთ ათამაშდეთ?
რა თქმა უნდა. ყველაფერი განვითარებადია, რადგანაც ყველა თამაში მრავალფეროვანია და იძენ უდიდესი გამოცდილებას, რაც საშუალებას გაძლევს გააუმჯობესო თამაშის ხარისხი.
26 წლის ასაკში 2–ჯერ მოიგეთ ჩემპიონთა ლიგა, კიდევ რამდენჯერ აპირებთ?
იმდენჯერ, რამდენჯერაც შევძლებ, მიუხედავად იმისა, რომ ურთულესი ამოცანა იქნება. “ბარსელონას” ისტორიის მანძილზე ეს თასი მხოლოდ 3–ჯერ აქვს აწეული, ასე რომ შევეცდებით სტატისტიკა გავზარდოთ. ჩვენ ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ.
P.S. ეს პირველი ნაწილი, მეორე ნაწილს ხვალისთვის შემოგთავაზებთ. იმიტომ გავყავი, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს წაკითხვა.



