მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დენის სუარესი “ბარსელონაში” რჩება

დენის სუარესი “ბარსელონაში” რჩება

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გუნდის ნახევარმცველის, დენის სუარესის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ დენისი “ბარსაში” ბედნიერი არაა და ამას ღიად აფიქსირებს. ივარაუდებოდა, რომ 24 წლის ფეხბურთელი იანვარში კატალონიურ კლუბს დატოვებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

იტალიური Сalciomercato-ს ინფორმაციის თანახმად, დენისის შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი “მილანი” იყო, თუმცა კატალონიელებმა გადაწყვიტეს, ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ გაუშვან და სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ. ამის მიზეზი ფულია. “ბარსელონას” ესპანელ ნახევარმცველში 18-20 მილიონი ევროს გამომუშავება უნდოდა, თუმცა მილანელები ამხელა თანხის გადასახდელად მზად არ არიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში