workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სასუოლოს” მწვრთნელი ვალვერდეს შემცვლელად განიხილება

“სასუოლოს” მწვრთნელი ვალვერდეს შემცვლელად განიხილება

იტალიური “სასუოლოს” ახალგაზრდა დამრიგებელი რობერტო დე ზერბი “ბარსელონას” გაწვრთნის კანდიდატად განიხილება.

კატალონიური კლუბი თადარიგს იჭერს იმ შემთხვევისთვის, თუ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტი არ გაუგრძელეს. ეს ესპანელის მიერ მოგებულ ტიტულებზე იქნება დამოკიდებული.

Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” 39 წლის რობერტო დე ზერბის აკვირდება. კატალონიელებს მისი გუნდის მიერ ნაჩვენები შემტევი და სანახაობრივი თამაში მოსწონთ.

დე ზერბი “სასუოლოში” პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი სერია A-ში მე-8 პოზიციას იკავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Claudio Bravo
    schedule 25 დეკ 2018, 15:05
    #8

    ჰოლანდიელი მწვრთნელი გვინდა რაიკაარდი ან კუმანი

  • levanoza
    schedule 24 დეკ 2018, 22:34
    #7

    ბარემ ხაშურელი გივია მოიყვანონ. ისეთ შემტევ კალათბურთს გვათამაშებდა, რომააა!!!!!

  • davidus2020
    schedule 24 დეკ 2018, 18:48
    #6

    ჭორია ეს ამბავი, ბარსას მწვრთნელი მხოლოდ ძალიან ავტორიტეტული ფიგურა უნდა იყოს. ან მაგარი მწვრთნელი ან მაგარი ფეხბურთელი გამოცდილებით,სხვა ყველა შემთხვევაში ჩავარდნა იქნება, გუნდი ვარსკლავებით არის დაკომპლეკტებული ,ძალიან ძნელი სამართავია, სასუოლოს შედარება როგორ შეიძლება? ბარსას ყველაზე სლაბი ფეხბურთელი მთელი სასუოლო ღირს. ვალიკო რო სასწრწფოდ გასაშვებია ამას არავინ უარყოფს,ყველაზე მაგარი ვარიანტი ალბათ მაინც კუმანია, მერე ხავი.

  • king artthur
    schedule 24 დეკ 2018, 18:04
    #5

    ერიკ ტენ ჰაგია ჩემთვის იდეალური ვარიანტი

  • givi pavlovichi
    schedule 24 დეკ 2018, 16:47
    #4

    ოღონდაც ვალვერდე წავიდეს და…გინდ ზებრი მოიყვნეთ,გინდაც ზებრა-ჟირაფი ! stuck_out_tongue_winking_eye

  • Don_Andresito
    schedule 24 დეკ 2018, 15:24
    #3

    ისე სასუოლო კარგად უტევს მარა ეს ექსპერიმენტები რა საჭიროა. დაილია ბარსასთვის შესაფერისი მწვრთნელები? ხავის მოსვლამდე მაინც რამდნეიმე ვარიანტია ისეთი რო 80-90 % ით გაამართლებს. კიკდე სეტიენი N1 კანდიდატი, მაგაზე უკეთ არავინ იცის ბარსას ფილოსოფია. N2 და ეგეც ძალიან კარგი ვარიანტი კუმანია, მაგის მოსვით დე იონგი დე ლიხტის ტრანსფერებში უპირატესობა გვექნება. პროსტა კუმანმა ძლივს ნაკრები აათამაშA და ეხლა ვინ გაუშვებს ამ ევროპის ჩემპიონატის წინ. და მესამე ვარიანტი სევილიას მწვრთნელი პაბლო მაჩინია, იდეენი ტიპია და მევასება. ნუ კლოპებს და გვარდიოლებს ვერ დაკერავს ყვერთუმეო თორე კი ბატონო

  • dembele11
    schedule 24 დეკ 2018, 12:51
    #2

    Mოვიდეს ვალიკოს კიაჯობებს სანახაობრივტამასჰს მაინც ათამაშებს გუნდს

  • ROUCH
    schedule 24 დეკ 2018, 12:25
    #1

    დე ზერბი კი არა დე ლიგტი დე იონგი უნდა ბარსას joy