მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სელტასთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

“სელტასთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

ძირითადი გუნდის ვარჯიშის შემდეგ, ერნესტო ვალვერდემ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხვალ, ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ მატჩში მის განკარგულებაში იქნება. 

გუნდში სიახლეებია: ვარჯიშში მონაწილეობა ნელსონ სემედუმ, სერჟი რობერტომ და მალკომმა მიიღეს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ტრავმა ჰქონდათ. სემედუ განაცხადშიც მოხვდა. 

სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, ლანგლე, ალბა, ალენია, ვიდალი, მირანდა, ჩუმი. 

“სელტასთან” შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 21:30 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში