მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნესტო ვალვერდე “ლევანტესთან” მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე “ლევანტესთან” მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლევანტესთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესასთან ისაუბრა. 

“ლევანტე” ჩამოყალიბებული იდენტობის გუნდია. ისინი კარგად თამაშობენ და შესაბამისი შედეგიც აქვთ. 

მათ ასეთი ფორმა ჯერ კიდევ წინა სეზონიდან მოყვებათ, როცა ჩვენ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და გახდნენ ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჩემპიონატში დაგვამარცხა. რა თქმა უნდა, დერბის მსგავსი დაძაბულობისგან ეს დაპირისპირება შორს არის, თუმცა უკანასკნელი შედეგის გამო ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია ექნებათ. 

უსმან დემბელე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ისევე, როგორც კოუტინიო. “ბარსას” მოთხოვნებს სხვა ფეხბურთელებიც აკმაყოფილებენ. იმედია, ისინი თამაშს ასე გააგრძელებენ. 

კარგი იქნება, თუ უმტიტი მალე დაბრუნდება, რადგან 4 ცენტრალური მცველი გვეყოლება, მაგრამ ამ შემადგენლობითაც კმაყოფილი ვარ და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში