მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლევანტეს” მორალესი დაუბრუნდა

“ლევანტეს” მორალესი დაუბრუნდა

“ბარსელონასთან” მატჩამდე 2 დღით ადრე, “ლევანტეს” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ხოსე ლუის მორალესი დაუბრუნდა, რომელმაც ლა ლიგის წინა ტურში ტრავმა მიიღო და ერთი კვირა გაუცდა. Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის ვინგერი “ბარსასთან” თამაშისთვის მზად იქნება. 

სამაგიეროდ, ვალენსიურ კლუბს პედრო ლოპესი, სამუ გარსია და შეიკ დუკურე არ ეყოლება. 

რაც შეეხება კატალონიელებს, ერნესტო ვალვერდეს გუნდის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ლუის სუარესის და არტურის შემდეგ, ბოლოს, ვარჯიში სერჟი რობერტომ განაახლა და სავარაუდოდ, გუნდის დახმარებასაც მალე მოახერხებს. 

“ლევანტეს”, რომელიც სატურნირო ცხრილში 15 ტურის შემდეგ მე-6 ადგილს იკავებს, “ბარსელონა” 16 დეკემბრის საღამოს შეხვდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • 77mishka77
    schedule 15 დეკ 2018, 12:33

    გაზაფხულზე ცაგებული 5-4 უნდა ამოუნაზღაუროთ მაგ პიტალოებს