ლუის ენრიკეს “ბარსა ბ” “უესკასთან” შესახვედრად ემზადება. ვარჯიშს კარმონა და ვასკესი დაუბრუნდნენ, მაგრამ შეკრებაზე არ იმყოფებოდნენ მონტოია, ფონტასი და მუნიესა…
ესპანელმა მწვრთნელმა პრეს–კონფერენციაზე უკვე ახსნა მიზეზები იმისა, თუ რატომ ტოვებს იგი კლუბს სეზონის დასრულებისთანავე. ახლა გუნდს ეს დავიწყებული აქვს და ყველა შაბათის მატჩზეა გადართული.
ლუის ენრიკეს მეთოთხმეტე ადგილოსანთან შეხვედრისთვის შემადგენლობაში არ ეყოლება მუნიესა. მონტოია და ფონტასი კი პირველი გუნდის გაძლიერებას შეეცდებიან. სერხიო რობერტო ჯერ ბოლომდე ვერ გამოკეთებულა, ორიოლ რომეუს კი თავის მხრივ ტრავმის მოშუშებამდე ცოტაღა დარჩა. ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია რუბენ მინიოს. “ბარსა ბ”–ს მეკარე ბოლო ხანებია, რაც “ბარსას” პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
ვარჯიშს დაუბრუნდნენ კარმონა და ვასკესი, რომლებსაც ბოლო დღეებია გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ. ვარჯიშზე გამოძახებული იყო ასევე “ბარსას” ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენელი, სერხიო გომესი.
აქვე შემოგთავაზებთ იმ 18 კაციან სიას, რომლებიც “უესკას” დასამარცხებლად იბრძლებენ: ოლაზაბალი, მასიპი, არმანდო გომესი, პლანასი, აბრაჰამი, ბარტრა, ილიე, დოს სანტოსი, კარმონა, ტიაგო, ვასკესი, ტელიო, ბენხა, სორიანო, საული, ნოლიტო და ედუ ორიოლი.


