workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოულოდნელად საუკეთესო 8 გუნდს შორის

მოულოდნელად საუკეთესო 8 გუნდს შორის

 

ცოტა თუ არა, ბევრი მაინც არ იფიქრებდა იმას, რომ დონეცკის “შახტარი” 2010/11 წლების “ჩემპიონთა ლიგის” საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა – უკრაინელები მეოთხედ–ფინალისთვის ემზადებიან. აქამდე მოსასვლელად კი მათ ჯერ ჯგუფურ ეტაპზე, “არსენალის”, “ბრაგასა” და “პარტიზანის” უკან ჩამოტოვება მოუწიათ. ამის შემდეგ კი მერვედ–ფინალურ ეტაპზე დონეცკელებმა, რომაულ “რომას” სძლიეს და იტალიური გუნდი “ჩემპიონთა ლიგის” მიღმა დატოვეს.

 

მირკეა ლუკესკუს გუნდი შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. უკრაინული გუნდი ბევრი დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელითაა დაჯილდოვებული. “შახტარის” ბრაზილიელი ფორვარდები: ლუის ადრიანო, ედუარდო და დუგლასი უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიც ფიგურირებენ და სწორედ ამ ფეხბურთელების დიდი დამსახურებით, ახლა დონეცკელებს უახლოესი მდევარი, კიევის “დინამო” მთელი 9 ქულით ჰყავთ ჩამოცილებული.

 

ბრაზილიელი ფორვარდების გარდა, “შახტარი” არც ფლანგზე მორბენალ შემტევ ფეხბურთელებს, არც შეთანხმებულ ნახევარმცველებს და არც რთულად გასავალ მცველებს უჩივის. გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, “ბარსას” შარშანდელი შენაძენი და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსხვერპლი, დიმიტრო ჩიგრინსკია, რომელსაც ძალზედ კარგად გამოსდის ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაში. მას კი თავის მხრივ ორი დიდი ნიჭით დაჯილდოვებული მცველი, სრნა და რატი იცავს.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუკასკუს გუნდი “ბარსას” წინააღმდეგ თამაშობს. კატალონიელები დონეცკელებს ბოლოს 2009 წელს, მონაკოში დაუპირისპირდნენ. “ბარსა” და “შახტარი” ერთმანეთს “სუპერ თასისთვის” ბრძოლაში ეპაექრებოდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი 115–ე წუთზე, ცვლილებაზე შემოსულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა.

 

ერთი სეზონის წინ, ეს გუნდები ერთმანეთს “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპებზეც შეხვდა. პირველი შეხვედრა კატალონიელებმა დონეცკში, ანგარიშით 1–2 მოიგეს, ხოლო საკუთარ მოედანზე, როდესაც “ბარსას” უკვე პირველი ადგილი ჰქონდა დაკავებული, უკრაინელებმა მათი “ნოუ კამპზე” დამარცხება ალეკსანდრ გლადკის დუბლისა და ფერნანდინიოს მიერ გატანილი გოლის წყალობით, 2–3 მოიგეს. საბოლოოდ “შახტარი” მესამე ადგილზე გავიდა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს “ჩემპიონთა ლიგაზე” ასევე 2004/05 წლებში შეხვდა. 1978/79 წლებში კი კატალონიელები დონეცკელებს “თასების მფლობელთა თასის” გათამაშებაში დაუპირისპირდა.

 

უკვე 8 თვეა “შახტარს” “დონბას არენაზე”, რომელიც ორმოცდათორმეტი ათას ხუთას თვრამეტ მაყურებელს იტევს, არ წაუგია. “ბარსა” ამ სტადიონს პირველად ესტუმრება და ვიმედოვნოთ, რომ უკრაინელები გატეხენ ნავსს და 8 თვის შემდეგ პირველად დამარცხდებიან…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში