“რეალ მადრიდის” სპორტულმა დირექტორმა ისაუბრა 1/2 ფინალის შესაძლო დაპირისპირებაზე, სადაც “ბარსელონა” “რეალს” შეხვდება, იმ შემთხვევაში, თუ “მერენგები” “ტოტენჰემს” მოუგებენ, ხოლო “ლურჯ–ბროწეულისფერები” – “შახტარს”.
“”ტოტენჰემი” შესანიშნავი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ჩინებული ფეხბურთელებით. თუ მათ დავამარცხებთ, ხოლო “ბლაუგრანა” დონეცკელებს, მაშინ გაიმართება სეზონის კიდევ 2 “ელ კლასიკო”. სეზონის ბოლოსკენ ეს გუნდები ერთმანეთს 4–ჯერ შეხვდებიან: ერთხელ ლა ლიგაში, ერთხელ ესპანეთის თასზე და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე. 4 თამაში “ბარსას” წინააღმდეგ, მართლაც, რომ ბევრია. ჩვენ საუკეთესო ფეხბურთს შევთავაზებთ მეტოქეს თითოეულ თამაშში”– დაასრულა მიგელ პარდესამ.



