როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ”სიუდად ესპორტივაზე” ვარჯიშის დროს, ”ბარსელონას” მოულოდნელად ”უეფას” ექიმები ეწვივნენ და კატალონიელთა 10 ფეხბურთელს დამატებითი ”დოპინგ-შემოწმება” ჩაუტარეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ”ბარსას” პირველმა მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა. როგორც ”მარკა” იტყობინება, კლუბისთვის ”უეფას” ექიმთა ვიზიტი სრული მოულოდნელობა იყო.
”არ ვიცი რისგან იყო განპირობებული ეს შემოწმება. ერთი წამითაც არ შეიძლება ჩვენი ფეხბურთელების პატიოსნებაში ეჭვის შეტანა. ”ბარსელონა” აღიარებს ღირებულებებს, რომლებიც სცდებიან ფეხბურთის საზღვრებს. ეს შემოწმება შესაძლოა ხუმრობად მიგვეღო, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ”უეფას” მიერ. ჩვენს გუნდს დასამალი არაფერი აქვს და თუ საჭირო გახდება 20 ”დოპინგ-ტესტის” გავლა, ჩვენ აუცილებლად გავივლით მას.” – განაცხადა ვიქტორ ვალდესმა.



