workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოლი მოგება და “ბარსა” თასის 1/8-ფინალშია

იოლი მოგება და “ბარსა” თასის 1/8-ფინალშია

ახლახანს ესპანეთის ჩემპიონატის 1/16-ფინალური შეხვედრა დასრულდა, რომელშიც “ბარსელონამ” “კულტურალ ლეონესა” იოლად დაამარცხა.

მეტოქის სისუსტის გამო, კატალონიელთა გადახალისებული შემადგენლობა არავის გაკვირვებია, თუმცა მატჩის გმირად მაინც ძირითადი შემადგენლობის წევრი იქცა – ივან რაკიტიჩმა აქტივში 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ერთი და საკმაოდ ეფექტური ასისტით თავი ამომავალმა ვარსკვლავმა, რიკი პუჩმა გამოიჩინა. ეს პასები კი გოლებად დენის სუარესმა (2-ჯერ), მუნირმა და მალკომმა აქციეს. საბოლოოდ, “ბარსამ” 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 5:1 მოიგო.

1/8-ფინალში “ბარსას” მეტოქეს წილისყრა გამოავლენს, რომლის თარიღიც ჯერ ცნობილი არაა. თამაშები 9 და 16 იანვარს გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Luka97
    schedule 06 დეკ 2018, 15:23
    #1

    რიკის მეტი დრო უნდა მიეცეს. ცოტა ხანი დაასვენოს რაკიტიჩი და თითო-თითო ტაიმი რიკი-ალენიას ათამაშოს