“ჩემპიონთა ლიგის” მერვე თამაშები დასრულდა გუშინ, ერთგვარად შეიძლება ითქვას მერვე ტური დასრულდა. “უეფას” ოფიციალურ საიტს მის სპონსორთან “ჰეინეკენთან” ერთად უკვე ტრადიციად ექცა ყოველი ტურის დასრულების შემდეგ სიმობლური გუნდის დასახელება, ასევე ტურის საუკეთესო მოთამაშის დასახელება. ასე და ამგვარად გთავაზობთ 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩების სიმბოლურ გუნდს.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ალმუნია (არსენალი)
მცველები: სრნა (შახტარი), ჯორუ (არსენალი), დავსონი (ტოტენჰემი), გალასი (ტოტენჰემი)
ნახევარმცელები: ფარფანი (შალკე), ინიესტა (ბარსელონა), სანდრო (ტოტენჰემი), ვილიამი (შახტარი)
თავდამსხმელები: მესი (ბარსელონა), გავრანოვიჩი (შალკე)
ახლა რაც შეეხება კვირის საუკეთესო ფეხბურთელს, ანუ ტურის. ავლენენ და ქულებს უწერენ ორგვარად, “უეფას” ექსპერტები და გულშემატკივართა მიერ შერჩეული ფეხბურთელები.
ექსპერტების შეფასებით ლეო მესიმ 9 ქულა დაიმსახურა “არსენალთან” მატჩში, მან ვილიანს 0,,3 ქულით აჯობა და საუკეთესოდ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ათეულში კიდევ ორი ფეხბურთელია “ბარსელონასი” ჩავი ერნანდესი და ერიკ აბიდალი, ორივე მათგანმა 8 – 8 ქულა ჩაიწერეს თავის აქტივში.
ხოლო რაც შეეხება გულშემატკივრებს. მათაც ერთხმად ლეო მესი დაასახელეს, ამჯერად 0,3 ქულით მან არა “შახტარის” ფეხბურთელს” არამედ “ბაიერნის” შემტევ ფეხბურთელს არიენ რობენს გადააასწრო.



