workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში და ადრიანო ვარჯიშს უბრუნდებიან

ალვეში და ადრიანო ვარჯიშს უბრუნდებიან

 

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები “ხეტაფესთან” გასამართი მატჩისთვის კვლავ ემზადებიან. დღევანდელ ვარჯიშზე ალვეშიც და ადრიანოც იმყოფებოდნენ. პირველ გუნდთან ერთად ასევე “ბარსა ბ”–ს 3–მმა და “იუნიორ ა”–ს ერთმა ფებურთელმა ივარჯიშა…

 

გუნდი მზადებას განაგრძობს. კარგი სიახლე გახლავთ ის, რომ ვარჯიშს ადრიანო და ალვეში შეუერთდნენ. ამ ორმა ფეხბურთელმა ვარჯიში “სიუდად ესპორტივაზე” გუშინაც გამართა, თუმცა მათ დანარჩენი ფეხბურთელების მსგავსად ნორმალური დატვირთვით ვერ ივარჯიშეს. შეგახსენებთ, რომ ორივე ბრაზილიელის ტრავმის მიღების მიზეზი “სანჩეს პისხუანის” მკვიდრების არც თუ ისე საიმედოდ მოქნეული ფეხები გახლავთ.

 

როგორც გუშინ, ისევე დღეს, ვარჯიშზე კვლავ არ გამოჩენილა პუიოლი. მესიმ, პედრომ და მაქსველმა კი ვარჯიშის გამართვა სავარჯიშო დარბაზში არჩიეს. ყველა ამ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს. როგორც მოგეხსენებათ, ერიკ აბიდალს დღეს ღვიძლის სიმსივნის გამო, დღეს ოპერაციას გაუკეთებენ და შესაბამისად იგი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის გამართვას ვერ მოახერხებდა.

 

დღეს, პეპ გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 15 ფეხბურთელი გახლდათ. მათთან ერთად “ბარსა ბ”–ს სამმა და “იუნიორ ა”–ს ერთმა ფეხბურთელმა ივარჯიშა. ლუის ენრიკეს გუნდიდან ვარჯიშს მინიო, ფონტასი და მონტოია დაესწრნენ, ხოლო “იუნიურ ა”–დან ვარჯიშზე 17 წლის ტალანტი, ხერარდ დელუფეუ იმყოფებოდა.

 

პირველი გუნდი ვარჯიშსს პარასკევს დაუბრუნდება. ფეხბურთელების შეკრება დახურულ კარს მიღმა გაიმართება და იგი სტარტს დილის 11 საათზე აიღებს. ამის შემდეგ, პეპ გვარდიოლა მედიის წინაშე წარსდგება და პრეს–კონფერენციას გამართავს, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრებს.

 

დღეს, “სპორტ სიტიში” “უეფას” ექიმებიც გამოჩნდნენ. მათ კატალონიელ ფეხბურთელება დოპინგ–კონტროლი ჩაუტარეს. ამ წელს ეს მეორე შემთხვევაა, ხოლო შარშან “უეფას” ექიმები “ბარსელონას” 3–ჯერ სტუმრობდნენ.

 

დოპინგ–კონტროლი 10–მა ფეხბურთელმა გაიარა: მესიმ, აფელაიმ, ჩავიმ, ვილიამ, ჯეფრენმა, პიკემ, პინტომ, ინიესტამ, ვალდესმა და მაშერანომ.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში