workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუნი: ”არ გვეშინია ”ბარსასთან” შეხვედრის”

რუნი: ”არ გვეშინია ”ბარსასთან” შეხვედრის”

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, უეინ რუნი არ მიეკუთვნება იმ ფეხბურთელების რიცხვს, რომლებსაც არ სურთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალში ”ბარსელონასთან” შეხვედრა, იტყობინება ”მარკა”.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი მზადაა მეოთხედ-ფინალში ”ბარსელონასთან” თამაშისთვის.

”თუ გსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაშინ მზად უნდა იყო, რომ მოუგო ყველა იმ მეტოქეს, რომელიც გზად შეგხვდება. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის წინააღმდეგ მოგვიწევს მეოთხედ-ფინალში თამაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შევძლებთ. მათ რიცხვს ”ბარსელონაც” მიეკუთვნება”. – განაცხადა უეინ რუნიმ

შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი კატალონიელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში