მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი, კრიშტიანუ რონალდუ კომენტარს აკეთებს ერიკ აბიდალის სენთან დაკავშირებით. პროტუგალიელი გარემარბი დიდ იმედს გამოთქვამს, რომ ფრანგი მცველი ძალიან სწრაფად გაივლის გამოსაჯანმრთელებელ კურსს და დაუბრუნდება გუნდს. როგორც იცით, ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსიმნე აღმოაჩნდა.
” ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ აბიდალის ოპერაცია წარმატებით და ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაივლის. ის კარგად იქნება და მალევე დაუბრუნდება საყვარელ საქმიანობას. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბარსაში” და შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო წლებს ატარებს აქ. ჩემი მეგობრები : პეპე და მარსელოც უერთდებიან თანაგრძნობას და ლოცულობენ მისთვის.” -დაწერა კრიშტიანუ რონალდუმ თავის “TWITTER”-ზე.


