დღეს “ბარსას” ფეხბურთელებმა “სიუდად ესპორტივაზე” ვარჯიში გამართეს. ფეხბურთელები “ხეტაფესთან” გასამართი მატჩისთვის ემზადებიან. დღევანდელ შეკრებას პირველი გუნდის 15 ფეხბურთელი ესწრებოდა. პირველი გუნდის ვარსკვლავებთან ერთად ბურთი ასევე “ბარსა ბ”–ს სამმა ფეხბურთელმა გააგორა…
2 დღიანი შესვენების შემდეგ გუნდი ვარჯიშს უბრუნდება. პეპ გვარდიოლას ფეხბურთელები “ხეტაფეს” “ნოუ კამპზე” მიღებისთვის ემზადებიან. დღეს ნორმალური დატვირთვით რამდენიმე ფეხბურთელმა ვერ ივარჯიშა. უფრო კონკრეტულად კი ამ ფეხბურთელების გვარები ასე ჟღერს: ალვეში, ადრიანო, მაქსველი, პედრო და მესი. ხუთივე ბლაუგრანელმა ტრავმის მიღება “ლა ლიგას” ბოლო ტურში მოასწრო. მოედანზე არ გამოჩენილან კარლეს პუიოლი და ერიკ აბიდალი. მოგეხსენებათ კარლესს ტრავმა უკვე დიდი ხანია, რაც არ ასვენებს, ხოლო ფრანგს ღვიძლზე სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც მას ხვალ, ხუთშაბათს ოპერაცია ჩაუტარდება.
11 საათიდან “სიუტატ ესპორტივას” “ბარსას” 18 ფეხბურთელი აწუხებდა. 15 პირველი გუნდიდან, ხოლო სამიც მეორედან. ვარჯიშს დაშავებული ფეხბურთელებიც, ალვეში და ადრიანოც შემოუერთდნენ. “ბარსა ბ”–დან კი შეკრებაზე მონტოია, ფონტასი და მინიო იმყოფებოდნენ. საბოლოო ჯამში, ნორმალური დატვირთვით “ბარსას” 16–მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.
ვარჯიშის დაწყებამდე ერიკ აბიდალმა, რომელსაც ხუთშაბათს ოპერაცია ჩაუტარდება, თანაგუნდელები მოინახულა.



