“ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი და ვიცე–პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი, შეხვდნენ ყატარის 2 წარმომადგენელს. ისინი სწორედ იმ კომპანიაში მუშაობენ, რომელთა ლოგოც შემდეგ სეზონში “ბარსას” პირველი გუნდის მაისურზე გამოჩნდება. ისინი “ბლაუგრანას” 5 სეზონში 150 მილიონ ევროს მისცემენ.
როსელი და ფაუსი შეხვდნენ პასუხისმგებლებს “Hassan Al-Thawadi”–ის ოფისებისა და იმ პიროვნებებს, რომლებაც უშუალოდ გაუწიეს ორგანიზება იმას, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ჩატარდეს. როსელი ასევე შეხვდა ანდრეს ბლეიჩერს, რომელიც იქნება “Qatar Foundation”–ის ოფიციალური წარმომადგენელი “ბარსელონაში”. ის უზრუნველყოფს კავშირს კლუბსა და სპონსორს შორის.
პრეზიდენტი და ვიცე–პრეზიდენტი ასევე არჩევდნენ დიზაინს ახალი ფორმისთვის, რომელსაც მომდევნო სეზონიდან ვიხილავთ, წარწერით: “Qatar Foundation”. “ბლაუგრანას” ხელმძღანელობამ ნება დართო “NIKE”-ის მესვეურებს, გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ისინი შეთანხმდნენ ყველა იმ მოუგვარებელ დეტალზე, რომელიც ამ დრომდე არსებობდა “Qatar Foundation”–სა და “ლურჯ–ბროწეულისფერებს” შორის.



