workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ქამბექი “რაიოსთან”: 3-2

“ბარსელონას” ქამბექი “რაიოსთან”: 3-2

ლა ლიგის მე-11 ტურში, “ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 

მე-11 წუთზე, ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, ტაიმის ბოლოს კი თავი ხოსე ანხელ პოსომ გამოიჩინა და პირველი ნახევარი ასე დასრულდა. 

მეორე ტაიმში “ბარსა” უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. მასპინძლებს რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მიეცათ, 57-ე წუთზე კი მათი მცდელობა ალვარო გარსია რივერას გოლით დამთავრდა. თამაში დაახლოებით იგივე სცენარით გაგრძელდა, მაგრამ თავისი სიტყვა “ბარსელონამ” ბოლო წუთებზე თქვა. 87-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა უსმან დემბელემ გაათანაბრა, დაახლოებით 2 წუთში კი სუარესმა სტუმრები დააწინაურა და 3 ქულა მოუტანა. 

11 ტურის შემდეგ, “ბარსა” პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს 24 ქულით ლიდერობს. ყველაზე ახლოს, 20 ქულით, “ატლეტიკო” და “ალავესი” არიან. აღსანიშნავია, რომ ბასკურ გუნდს ამ ტურში ჯერ არ უთამაშია და “ეიბარის” დამარცხების შემთხვევაში სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს. 

მომდევნო ტურის შეხვედრას ერნესტო ვალვერდეს გუნდი 11 ნოემბერს, “კამპ ნოუზე”, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი, ჩემპიონთა ლიგაზე “ინტერს” ესტუმრება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • luka kule
    schedule 04 ნოე 2018, 14:21
    #5

    ჯეკა მაგარ ფორმაშია და იმედია ლიგაზეც შეაგდებს

  • მარიამ მერაბიშვილი
    schedule 04 ნოე 2018, 13:08
    #4

    ბიიიიჯო, რა თამაში იყო! ბრავო სუარესს! უკვე შედის ფორმაში, იმედია ისევ არ ამძორდება.

  • PinkBoy
    schedule 04 ნოე 2018, 01:59
    #3

    ცუდი აღწერაა, მეორე ტაიმში უპირატესობა რაიოს ჰქონდა სრულად… ;დ

  • SHOTAMESSI10
    schedule 04 ნოე 2018, 01:49
    #2

    სუარესი ფორმაშია heart_eyes

  • QIROESTA
    schedule 04 ნოე 2018, 01:48
    #1

    რაფინია მეგრელი ხოარაა მართლა და აფერისტობითაა ძირითადში