workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მირანდა: “ბარსელონას” დასამარცხებლად ყველაფერი გვაქვს

მირანდა: “ბარსელონას” დასამარცხებლად ყველაფერი გვაქვს

მილანის “ინტერის” ცენტრალური მცველი ჟოაო მირანდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

“მესის არყოფნა ჩვენი მოგების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. თუმცა, “ბარსელონას” სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც ჰყავს. 

ლუის სუარესი ძალიან ტექნიკური, ძლიერი და ფეთქებადი თავდამსხმელია. ძალიან საინტერესო დუელს ველი და იმედი მაქვს, მის შეჩერებას შევძლებ.

აქ მატჩის საყურებლად არ ჩამოსულვართ. ასეთი მრისხანე მეტოქის დასამარცხებლად ყველაფერი გვაქვს.” – ციტირებს მირანდას სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

“ბარსელონა”-“ინტერის” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Z E U S
    schedule 24 ოქტ 2018, 20:37
    #3

    კი ბატონო შეგიძლიათ ჩვენი დამარცხება მაგრამ რთულად :)))

    სწორი ტაქტიკით და ჭკვიანური სვლებით შეიძლება გავანადგუროთ კიდევაც მილანელები, კოუს ლიდერობას ველი მესის არყოფნაში!♥️

  • donandresiniesta8
    schedule 24 ოქტ 2018, 19:17
    #2

    ვნახოთ მესის გარეშე რისი მაქნისები არიან ინტერის დონის გუნდთან

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 24 ოქტ 2018, 18:13
    #1

    თამაშის მერე სხვანაირად აჭიკჭიკდებით