“სანჩეს პისხუანზე” გამართული მატჩის შემდეგ დანი ალვესი, ადრიანო, მაქსველი, პედრო და მესი ტრავმირებულები არიან. შედარებით სერიოზულია მაქსველისა და პედროს ტრავმები. მათი თამაში “ხეტაფეს” წინააღმდეგ ფაქტიურად გამორიცხულია. დანარჩენი ფეხბურთელები სავარაუდოდ ერთ კვირაში მზად იქნებიან.
კლუბის მედიკოსებმა შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნეს ტრავმირებულ ფეხბურთელებზე:
დანი ალვესი – მას მარჯვენა კოჭის დაჟეჟილობა აქვს. ექიმები დააკვირდებიან თუ როგორ წარიმართება ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი, რაზეც დამოკიდებული იქნება მისი თამაში “ხეტაფეს” წინააღმდეგ.
ადრიანო – მას მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული. “ხეტაფესთან” თამაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღიდგენს ის ფორმას.
მაქსველი – გუშინ მატჩის დასრულების შემდეგ მან დისკომფორტი იგრძნო მარჯვენა ბარძაყის ადუქტორში. დღეს ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურეს, რომ მაქსველს კუნთი დაზიანებული არ აქვს. მისი თამაში “ხეტაფეს” წინააღმდეგ საეჭვოა.
პედრო – დღეს დილით ჩატარებულმა ტესტემა დაადასტურეს, რომ პედროს საზარდულის პრობლემები აქვს. მისი თამაში “ხეტაფეს” წინააღმდეგ ძალზედ საეჭვოა.
მესი – ლიონელს მარჯვენა მუხლში მწვავე დაჟეჟილობა აქვს. ექიმები დააკვირდებიან მესის გამოჯანმრთელების პროცესს და დაადგენენ, რამდენად შესაძლებელია “ხეტაფესთან” მისი თამაში.



