დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე “ბარსელონას” გასვლითი მატჩი ელის “სევილიას” წინააღმდეგ. Sport.es–ის მკითხველებმა დაასახელეს სასურველი საწყისი თერთმეტეული, რომელიც ასე გამოიყურება: ვალდესი, ალვეში, პიკე, აბიდალი, ადრიანო, ინიესტა, ბუსკეტსი, ჩავი, პედრო, მესი და ვილია.
ამგვარად, გულშემატკივრების მიერ შედგენილ საწყის ფეხბურთელებში მოხვდა ადრიანო, რომელმაც მაქსველის პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ “არსენალთან” ჩატარებული შესანიშნავი თამაშის მიუხედავად სიაში არაა არგენტინელი მასკერანო.
“ბარსელონას” განაცხადი “სევილიასთან” მატჩში ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, მილიტო, ადრიანო, მაქსველი, აბიდალი, მასკერანო, აფელაი, ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია, მესი, ხეფრენი, ბოიანი.
ასევე გთავაზობთ აღნიშნული გუნდების ურთიერთ შეხვედრების სტატისტიკას. მაშ ასე! “ბარსელონა” და “სევილია” ერთმანეთს 163–ჯერ შეხვდნენ. კატალონიელებმა 89-ჯერ იმარჯვეს, 32 მატჩი დაასრულეს ფრედ, ხოლო დანარჩენი 42 წააგეს. სულ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “სევილიელთა” კარში 327 გოლი გაიტანეს, ხოლო 208 მიიღეს საკუთარ კარში.



