ესპანური SER-ის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერიდან 3%, ანუ 6.6 მილიონი ევრო “ბარსას” ერთ-ერთ თანამშრომელს, ანდრე კურის შეხვდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
კატალონიური Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა ამ საკითხზე “ბარსელონას” მიმართეს, პასუხად კი მიიღეს: “ჩვენ მისთვის არაფერი გადაგვიხდია და არც ვაპირებთ.”
ასევე Mundo Deportivo-ს ცნობით, ანდრე კური ერთ-ერთი იყო, ვინც ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლას ეწინააღმდეგებოდა.
იურიდიულად ეს ტრანსფერი არ იყო და ნეიმარზე აგორებული ყველა თემა ცარიელი ზღაპრებია. გამოისყიდა იმ კაცმა კონტრაქტი პსჟს არ უყიდია.