workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
58 წუთი და ვილიას 4 გოლი

58 წუთი და ვილიას 4 გოლი

90 წუთში მეტოქე გუნდის კარის 4–ჯერ დალაშქვრა რაღა თქმა უნდა რთულია. ეს 2003/04 წლების სეზონში დავიდ ვილიამაც იცოდა და ახლაც იცის, მაგრამ სირთულეებზე ფეხის გადაბიჯებაც არაა ურიგო საქმე. დავიდმა მაშინ ესეც იცოდა. ანდალუსიელი ფორვადი იმ დროს “სარაგოსას” ღირსებას იცავდა. 2004 წლის 25 აპრილს კი “რომარედაზე”, “ლა ლიგას” 34–ე ტურში, ახალგაზრდა ფორვარდმა სირთულეები დაივიწყა და უკვე შეხვედრის 60 წუთიც არ იყო ამოწურული, რომ მის ანგარიშზე უკვე 4 გოლს ქონდა ადგილი დაკავებული. საბოლოოდ შეხვედრა ვილიას “რეალ სარაგოსასა” და “სევილიას” შორის ფრედ ანგარიშით, 4–4 დასრულდა.

 

როდესაც დავიდ ვილიამ მეოთხე გოლი გაიტანა, ანგარიში 4–2 გახლდათ. ამის შემდეგ “სევილიას” ფეხბურთელებმა ძალები მოიკრიბეს და 95–ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. პირველი ორი გოლი თამაშიდან გავიდა, მესამე – საჯარიმო დარტყმიდან, ხოლო ბოლოს ვილიამ ესტებანის კარის ბადე პენალტის დარტყმის საშუალებით შეაწუხა.

 

“სევილია” “ბარასს” 7–იანს ძალიან კარგად იცობს. მათ დავიდისგან ქვეყნის ჩემპიონატში 12 გოლი აქვთ მიღებული. “სარაგოსაში” ყოფნის პერიოდში მან სევილიელების კარის დალაშქვრა 7–ჯერ მოახერხა, “ვალენსიას” ფორმის ტარების დროს 3–ჯერ, ხოლო ბოლო კლუბთან ერთად უკვე 2–ჯერ. ეს უკანასკნელი გოლები კი 31 ოქტომბერს იქნა გატანილი.

 

ვილია “ბარსას” ერთადერთი ფეხბურთელი არ გახლავთ, რომელმაც “პოკერის” შესრულება შეძლო. გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი. უფრო კონკრეტულად კი “ჩემპიონთა ლიგის” 1/4 ფინალური ეტაპი, როდესაც კატალონიელთა მეტოქე “არსენალი” გახლდათ. “ნოუ კამპზე” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ თავისი თანაგუნდელების დახმარებით ნამდვილი შოუ დადგა და ალმუნიას კარის 4–ჯერ აღებაც მოახერხა. იმედი ვიქონიოთ, რომ კიდევ ერთხელ, ვილია, ან მესი თუ არა, პედრო მაინც შეძლებს სირთულეების უკან ჩამოტოვებას და “პოკერის” შესრულებას…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში