“ბარსელონა” 39 წლის ესპანელი სპორტული დირექტორის, მონჩის სამსახურით კიდევ ერთხელ დაინტერესდა. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
“ბარსელონა” რამონ როდრიგეს ვერდეხოს, იგივე მონჩის, 2016 წელსაც იწვევდა, როდესაც ის “სევილიაში” მუშაობდა, მაგრამ მაშინ, ესპანელმა “რომაში” გადასვლა ამჯობინა.
ცნობილია, რომ მონჩის გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, მისი “რომადან” წასვლაზე დაყოლიება რთული იქნება.
ტალანტების მომყვანი აგენტები დიდად არ გვჭირდევა. ბარსა ისედაც იზიდავს ნებისმიერ ტალანტს. ჩვენ ვარსკვლაცები უფრო გვიჭირს ხოლმე