workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნავასი:”სევილიას” შეუძლია “ბარსას” დამარცხება”

ნავასი:”სევილიას” შეუძლია “ბარსას” დამარცხება”

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს ხესუს ნავასს, კვირას 13 მარტს ურთულესი გამოცდა ელის. კვირას “სევილია” საკუთარ მოედანზე კატალონიის “ბარსელონას” მიიღებს. ნავასმა ესპანურ გამოცემა AS–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის გუნდს “ბარსელონას” დამარცხების ძალა შესწევს:

“ რა თქმა უნდა “ბარსელონას” ფეხბურთელები ძალიან ურთიერთ შეთანხმებულად თამაშობენ. მათ დასამარცხებლად დიდი კონცენტრაციაა საჭირო. ჩვენ გვჯერა, რომ ამ შეხვედრაში სასურველ შედეგს მივაღწევთ. მეტოქის მთავარი დამრტყმელი ძალა ლეო მესია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, ჩავი, ინიესტა, პედრო და სხვები. “ბარსას” დამარცხებაში ხელს ჩვენი სტადიონი, “რამონ სანჩეს პისხუანი” შეგვიწყობს,” დაასრულა ხესუს ნავასმა.

ცნობისთვის ნავასი ესპანეთის ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავს და ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში