კატალონიის ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა ლონდონის ”არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის მიერ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური მატჩის მთავარი არბიტრის მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მსაჯის მთავარმა არბიტრმა, თამაშის 56-ე წუთზე, მოედნიდან გააძევა ”მეთოფეთა” ფორვარდი, რობინ ვან პერსი, რადგან ამ უკანასკნელმა, მსაჯის სასტვენის შემდეგ დაარტყა კატალონიელთა კარის მიმართულებით. მატჩის დარსულების შემდეგ ვენგერმა განაცხადა, რომ ვან პერსის გაძევებამ გადაწყვიტა თამაშის ბედი. ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არბიტრს არ უნდა გაეგდო ვან პერსი მოედნიდან.
”არ მესმის ვენგერის. ჩვენც შეგვეძლო პრეტენზიები განგვეცხადებინა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ვინაიდან მსაჯმა 100 %-ანი პენალტი არ დანიშნა, როდესაც მესის წინააღმდეგ იქნა წესი დარღვეული. მაგრამ, ჩვენ არ დაგვიწყია ამაზე საუბარი. თუ ამ თამაშს ერთიანობაში განვიხილავთ, არამგონია, რომ ”ბარსელონას” გამარჯვებამ რაიმე ეჭვი გამოიწვიოს.” – განაცხადა სუბისარეტამ.

