workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა გაზეტა დელო სპორტ” “ბარსელონაზე” წერს

“ლა გაზეტა დელო სპორტ” “ბარსელონაზე” წერს

 

მას შემდეგ, რაც “ბარსელონამ” ძალიან დამაჯერებლად ითამაშა “არსენალთან” და ლონდონელები გამოთიშა ასპარეზობას, იტალიურმა გამოცემამ “ლა გაზეტა დელო სპორტმა” დაუთმო მთლიანი ვრცელი გვერდი “ბარსელონას” და მის წარმატების საწინდარს. აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” ფეხქვეშ მხოლოდ ეს გაზეთი არ გახლდათ, არამედ მთელი მსოფლიოს გაზეთები, მრავალი ქვეყნიდან თუ კუთხიდან. 

ეს კი ამონარიდი სტატიიდან: “ბარსელონა” და მისი წარმატების საწინდარი”.

ნუთუ კიდევ აქვს ეჭვია ვინმეს, რომ “ბარსელონა” არ არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ? “არსენალი” პრემიერ–ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია, იგი მის მოსაგებად იბრძვის, “ბარსელონამ” კი იგი გათელა თავისი გულშემატკივრების თვალწინ.

“ბარსელონამ” სწორედ მაშინ მოიგო და მაშინ იხეირა, როდესაც თავის აკადემიაში ლეო მესი მიიყვანა. კარლოს რექსაჩს უნდა უმადლოდეს მთელი კატალონია, ამ გენიოსის მიყვანისდა გამო. არგენტინელი მსოფლიოში საუკეთესოა. ერთადერთი, განუმეორებელი და უკონკურენტო. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში