ოთხშაბათს “France Football”–ის მთავარი რედაქტორი,დენის ჩომიერი ეწვია “სიუდად ესპორტივას”,სადაც მისი წიგნის, “Ballon D’Or–ის 50 წელი”–ს პრეზენტაცია შედგა.მასში მოთხობილი იქნება ბოლო წლის “ოქროს ბურთის” სამ ნომინანტზე:ანდრეს ინიესტაზე,ჩავი ერნანდესსა და ლიონელ მესიზე.
დენის ჩომიერი “ბარსელონას” გულშემატკივარია და აცხადებს:“მიუხედავად იმისა,რომ ზიდანი “რეალთანაა”, ტყუილი გამოუვიდოდა,თუ არ იტყოდა,რომ ფრანგების უმრავლესობა “ბლაუგრანას” ქომაგია.საფრანგეთში “ბარსას” უამრავი მხარდამჭერი ჰყავს”. ჩომიერმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა პეპის გუნდისადმი:“ის ,რომ მხოლოდ “ბარსელონას” ფეხბურთელები იყვნენ “Ballon D’Or”–ის ნომინანტები,ნიშნავს კლუბის მიერ გაწეულ უდიდეს სამუშაოს და ეს არის გამოწვევა ნებისმიერი გუნდისათვის.ამ დროისთვის ბარსელონა სამაგალითოა ყველასთვის.”
“France Football”–ის მთავარმა რედაქტორმა ჟურნალისტებს გაუზიარა თავისი მოსაზრება “ბარსელონას” უნიკალურობასთან დაკავშირებით:” “ბარსას” აქვს უდიდესი უპირატესობა ქვეყნის ჩემპიონატში და ვთვლი ,რომ მათ ვერავინ დაამარცხებს.მათი უნიკალურობა გამოიხატება იმაში,რომ გარდა “სპექტაკლების” დადგმისა,ისინი პარალელურად ინარჩუნებენ უმაღლეს დონეს.”ბლაუგრანა” არ იღლება ამდენი მოგებით,სწორედ ეს ხდის მათ დაუმარცხებლებს.”

