workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯურუ: “როგორც შვეიცარიელს, მე მრცხვენია ბუზაკას გამო”

ჯურუ: “როგორც შვეიცარიელს, მე მრცხვენია ბუზაკას გამო”

ლონდონის “არსენალის” შვეიცარიელმა მცველმა იოჰან ჯურუმ განაცხადა, რომ თავის თანამემამულე არბიტრის, მასიმო ბუზაკას გამო სცხვენია. ჯურუს აზრით ბუზაკამ უდიდესი შეცდომა დაუშვა რობინ ვან პერსის გაძევებით (აღარ დავიწყებ ახსნას რომელ მატჩში და რომელ წუთზე. ავტ.). ბოლოს იოჰანმა მაინც აღიარა “ბარსას” კარგი თამაში.

 

“მე ვარ შვეიცარიელი, მსაჯიც შვეიცარიელია; სწორედ ამიტომ მრცხვენია. მას უბრალოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა. ვან პერსის გაძევებამ ყველაფერი შეცვალა. ასეთი დონის შეხვედრაში არ შეიძლება ბუზაკას მსგავსი არბიტრების დანიშვნა… თუმცა ამის მიუხედავად გულზე ხელის დადებით ვიტყვი, რომ “ბარსელონამ” გამარჯვება დაიმსახურა. ლიონელ მესი უბრალოდ ბრწყინვალეა. იგი განსაკუთრებულად კარგად თამაშობს საკუთარ მოედანზე. ის მართლა სასწაულებს აკეთებს და მცველებისთვის ძალიან ძნელია მისი შეჩერება. პირველ ნახევარში ჩვენ არგენტინელს შანსი არ მივეცით, მაგრამ მეორე ნახევარში 10 კაცით დავრჩით და უკვე გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი.” –ციტირებს ჯურუს სიტყვებს Daily Star.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში