workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “არსენალი” როსელი მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “არსენალი” როსელი მატჩის შემდეგ

როგორც იცით, სამშაბათს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც კატალონიის “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.  მატჩის შემდეგ თავისი ემოციები ვერ დამალა კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა. მან აღნიშნა, რომ სამშაბათს საღამოს რაც ბარსელონაში მოხდა, მის შემდეგ მხოლოდ ერთო გრძნობა დაეუფლა – სიამაყე.

 

“დიახ, ჩვენ უნდა გავიაროთ ძალიან ბევრი წინაღობა, იმიტომ რომ ეს სპორტი არის ფეხბურთი. თამაშის წინ მე ვიყავი საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი. ყველამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ ჩვენ ვიმსახურებდით შემდეგ ეტაპზე გასვლას და გავედით კიდეც.”

 

” რა მოხდა დღეს? ამ ყველაფერს შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ერთი სიტყვა – სიამაყე. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი, ფანები და მოთამაშეები.”-განაცხადა სანდრო როსელმა.

ინტერვიუს დასასრულს, კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა დაამატა:“ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ ვინ იქნება მეოთხედ ფინალში შემდეგი მოწინააღმდეგე. მთავარია მოთამაშეებმა გააკეთონ ყველაფერი, რათა მომდევნო ეტაპიც გადავლახოთ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში