მოგეხსენებათ გუშინ “ლონდონის” “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “მილანთან” 0–0 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რადგანაც მათ პირველი მატჩი “სან სიროზე” 0–1 ჰქონდათ მოგებული. ლონდონელთა მწვრთნელი ჰარი რედნაპი პრეს–კონფერენციაზე კატალონიის “ბარსელონასაც” შეეხო:
” “ბარსელონამ” “არსენალთან” მატჩში საუკეთესო წარმოდგენა დადგა, რაც კი ოდესმე მინახავს. ისინი საკვირველები არიან. “არსენალი” პრემიერ ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბია, თუმცა “ბარსელონასთან” ვერაფერი გააწყო. “ბარსა” გაცილებით მაღალ საფეხურზე იდგა. ეს ის გუნდია, რომლის წინააღმდეგაც თამაში ახლა არავის სურს. კატალონიელებისთვის იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც პრემიერ ლიგაში ბურთის კონტროლითა და კარგი პასებით გამოირჩევა რთული არ ყოფილა. “ბარსას” დამარცხება ყველას ძალიან გაუჭირდება, თუმცა ვინ იცის რა მოხდება,” დაასრულა რედნაპმა.



